Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიას მდინარე რიონზე ჩასასვლელი კიბეების მოწყობას სთხოვენ

თარიღი : 23-02-2021, 16:13 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, ჭომისკენ მიმავალ გზაზე, მდინარესთან ჩასასვლელი კიბეების მოწესრიგებასა და მოაჯირის გაკეთებას ითხოვენ. ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე ამბობს, რომ ამგვარად მთელ სანაპირო ზოლს ახალი შტრიხი შეემატება, რაც ქალაქის იერსახეზე აისახება.

"ზოგადად, რიონის სანაპირო ზოლი (სადაც ქალაქია განაშენიანებული) როგორც ასეთი, არ გაგვაჩნია.
მხოლოდ ერთი მონაკვეთია, ჭომისკენ მიმავალი გზა, სადაც ჯებირია გაკეთებული და შეგიძლია ტროტუარიდან გადახედო რიონს, დატკბე ქალაქის ხედებით და ა.შ. როცა ამას აკეთებდნენ, როგორც ჩანს, არქიტექტორებმა ყველა დეტალი გათვალეს, მათ შორის მდინარესთან ჩასასვლელი ეს კიბეები. ამას შეიძლება რაღაც ისეთი ფუნქციური დატვირთვა არ ჰქონდეს, მაგრამ დეტალია და ვიზუალურად ძალიან ლამაზი იქნებოდა. წარმოიდგინეთ, ამას მოაჯირები გაუკეთდეს და შეგეძლოს ტურისტს, თუ ადგილობრივს ჩახვიდე, იქიდან ანკესი გადააგდო, ან უბრალოდ ფოტოები გადაიღო და ა.შ.

როცა ეს პოსტი დავწერე, არგუმენტად იყო, სულ ნაგავი ყრია იქო. ნაგავი ყველგან იყრება, მაშინ გამოდის, არაფერს არ უნდა მივხედოთ და არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ნაგავი რომ ყრია, ეს უკვე სხვა პრობლემაა, მოქალაქეთა უკულტურობაზე მიგვითითებს და მუნიციპალური სამსახურების არასათანადოდ საქმიანობაზე. ვთვლი, რომ ყველა დეტალს, უმნიშვნელოსაც კი, დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის ვიზუალისთვის. ელემენატური დეტალიც კი გასათვალისწინებელია. ალბათ უპრიანი იქნება, თუ იმ კიბეებს მიხედავს ქალაქის მერია, მოაჯირს გაუკეთებს, მოაწერიგებს იქაურობას და პატარა შტრიხს შესძენს მთელს სანაპირო ზოლს, რომელიც ჭომისკენ მიმავალ გზაზე არსებობს. ეს ფინანსურად ნამდვილად არ დაჯდება დიდი თანხა.

სხვათა შორის მიხარია, რომ არსებობს ასეთი გვერდი "ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები", სადაც საშუალება გვაქვს, რაც არ მოგვწონს გადავუღოთ ფოტოები და დავდოთ, ამას მერიის წარმომადგენლები ნახულობენ. ხელისუფლებასაც უნდა აწყობდეს, პირიქით მოიგებს, თუ ჩვენს შენიშვნასა და წინადადებებს გაითვალისწინებს,"-ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 202-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2 დეკემბერს ქუთაისში მდინარე რიონის დაცვის დღე დაწესდა.
ამის შესახებ სამოქაალქო აქტივისტი აკაკი საღინაძე წერს. მოხატვამდე მოხალისეებმა მიწისქვეშა გადასასვლელი დაასუფთავეს.
ქუთაისის ცენტრში 'მაკდონალდსის' მშენებლობას მოწინააღმდეგეც ყავს და მომხრეც. ქალაქში რამდენიმე ადამიანის აზრი გამოვიკითხეთ,

ამინდი