Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘შეურაცხმყოფელი ჟესტი გვიჩვენა,’-რიონის ხეობაში კვლავ დაპირისპირებაა

თარიღი : 23-02-2021, 15:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხმაური იყო დღეს რიონის ხეობაში. რიონის ხეობის მცველების თქმით, დაპირისპირება კომპანია "ენკას" პროექტის მენეჯერის შეურაცმყოფელმა ჟესტებმა გამოიწვია, რომელიც ჰესის მოწინააღმდეგეების მისამართით იყო გამიზნული. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. შედეგად, პოლიციამ აქტივისტების ერთი წევრი დააკავა, რომელმაც ტექნიკას ქვა ესროლა.

"ხმაური სამუშაოების განახლებამ და ჩვენი მისამართით პროექტის მენეჯერის შეურაცხმყოფელმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. გვიყვიროდა, მუქარის შემცვლელი რეპლიკები ჰქონდა, ხელით უხამსი ჟესტიც გვიჩვენა,"-ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების კარავთან პოლიციის უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფება სპეცდანიშნულების რაზმი.

შეგახსენებთ, რომ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, უკვე 122-ე დღეა ღამეებს კარვებში ათევენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 362-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი