ქუთაისის სამ სკოლაში ვირუსის შემთხვევები დადასტურდა
თარიღი : 22-02-2021, 21:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის რამდენიმე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ Topnews.com.ge-ს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. მაია ცქიტიშვილის თქმით, ის ჯგუფები, სადაც მოსწავლეებს კოვიდი დაუფიქსირდათ, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
"პირველ სკოლაში სხვადასხვა კლასში დადასტურდა ვირუსი და სამი ჯგუფი გადავიყვანეთ ჰიბრიდულ სწავლებაზე. მეორე სკოლაში, ასევე სამი კლასი გადავიდა დისტანციურზე და 30-ე საჯარო სკოლაში ერთ კლასში დადასტურდა. ის ჯგუფი, სადაც მოსწავლეს უფიქსირდება კოვიდი, გადაგვყავს ონლაინ სწავლებაზე. ის მასწავლებლები კი, რომლებიც მათთან შედიოდდენ, არიან იზოლაციაში თავის დაზღვევის მიზნით.
იყო ფაქტები, რომ ოჯახის წევრს ჰქონდა კოვიდი და იქიდან გადაედო მოსწავლეს, ზოგს ახლობლისგან. ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადადგილდებიან, გინდა არ გინდა მაინც უწევთ კვების ობიექტებთან შეხება, სკოლის შემდეგ სხვადასხვა წრეზეც დადიან. მოკლედ, სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაშიც არიან ბავშვები ჩართულნი, ასე რომ, საიდან გადაედოთ ამას ვერ ვადგენთ,"-ამბობს მაია ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესი ქუთაისში ერთი კვირის წინ განახლდა.
ავტორი: ქეთი გელაშვილი