Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წიგნებით დარღვეული დუმილი-გამომცემლობა ‘პალიტრა L’ ქალთა მიმართ ძალადობის პროტესტს ქალი მწერლების წიგნების გამოცემით უერთდება

თარიღი : 22-02-2021, 20:45 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
გამომცემლობა "პალიტრა L" უერთდება ქალთა მოძრაობის 100-დღიან კამპანიას „1000 მშობლის მარში“, რომელიც გოგონებისა და ქალების მიმართ ძალადობას უპირისპირდება.

"განათლებისა და წიგნიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოების მენტალურ გარდატეხაში. ამიტომ, საპროტესტო ტალღის საპასუხოდ, აპრილიდან გამოვცემთ ქალი მწერლების წიგნების სერიას სლოგანით-წიგნებითდარღვეულიდუმილი.

ქვეყანაში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ჯერ კიდევ ბრძოლაა საჭირო, ამ სერიის გამოცემით, ჩვენ სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და გოგონებს და მხარს ვუჭერთ მწერალ ქალებს, რომლებიც არღვევენ დუმილს, უსხლტებიან ეპოქის კონტექსტს, არ ჩერდებიან და ცვლიან გარემოს.
მოვუწოდებთ ჩვენს მეგობარ ორგანიზაციებსა და გამომცემლობებს, შემოუერთდნენ ქალთა მოძრაობის 100-დღიან კამპანიას და სხვადასხვა ფორმით ერთად ვეცადოთ, შევცვალოთ ქალთა მიმართ არასოლიდარული გარემო,"-აცხადებენ გამომცემლობაში.

"პალიტრა L-ს სახელით საპროტესტო ტალღის საპასუხოდ, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, აპრილიდან ვიწყებთ იმ ქალი მწერლების წიგნების სერიის გამოშვებას, რომლებმაც გაბედეს და გაარღვიეს აზროვნების ჩარჩოები.
გვჯერა, რომ ქალი მწერლების სათქმელის მიტანა მკითხველამდე - კრიტიკულად მნიშვნელოვანია,”-ამბობს გვანცა ასათიანი.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს, 17:00 საათზე, 1000 მშობლის მარში გაიმართება. აქციის მონაწილეები თბილისში, ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან და სახელმწიფოს მიმართ მოთხოვნებს გააჟღერებენ. აქციის ორგანიზატორი "ქალთა მოძრაობაა". მარში ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და აქციის მონაწილეები სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად რეფორმების გატარებას ითხოვენ.

პროტესტს ქუთაისშიც შეუერთდებიან. 1000 მშობლის მარში ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.


ნანახია: 123-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეებმა პეტიცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად მოამზადეს და მას საკანონდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, მთავრობის
კამპანიის ფარგლებში ხარაგაულის ქუჩებში გამოკითხვა ჩატარდა.
"ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია", - აღნიშნული სლოგანით მოწყობილ აქციაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის
ქუთაისის მერიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

ამინდი