Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დიდგვაროვანი ბავშვის სამარხი ერთ-ერთი პირველი სამარხია, რომელიც ვანის ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა"

თარიღი : 22-02-2021, 09:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დიდგვაროვანი ბავშვის სამარხი ერთ-ერთი პირველი სამარხია, რომელიც ვანის ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა. მოსაზრება, რომ სამარხში მყოფი მიცვალებული დიდგვაროვანი იყო, ადგილზე ნაპოვნმა დიდი რაოდენობით ოქროს ნივთებმა გაამყარა. 1947 წლიდან ანტიკური ვანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა 100-ზე მეტი საფლავი აღმოაჩინეს, რომელიც ასევე, ოქროთი მდიდარი იყო.

9 ჰექტარი ფართობის ნაქალაქარის ტერიტორიაზე სამარხების გარდა, ტაძრები და სამსხვერპლოებია აღმოჩენილი. თითოეული აღმოჩენა ამყარებდა და ადასტურებდა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ძველი კოლხეთი ოქროთი მდიდარი იყო. უფრო მეტიც, ყოველი წვიმის შემდეგ, ნაქალაქარის მეზობლად მაცხოვრებლები საკუთარ ეზოებში ოქროს ნივთებს პოულობდნენ.

ის, რასაც ანტიკური ვანის ნაქალაქარი საუკუნეების განმავლობაში მიწის ქვეშ მალავდა და რაც ამ დროისათვის არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, ვანის ახალ არქეოლოგიურ მუზეუმშია გამოფენილი. მუზეუმის დაარსება სწორედ ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიაზე მომხდარ უნიკალურ აღმოჩენებს უკავშირდება. ოთარ ლორთქიფანიძის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კავკასიის რეგიონში პირველი მუზეუმია, რომელიც 1985 წელს შეიქმნა და მისი დამაარსებლის სახელს ატარებს. აქ დაცულ ნივთებს დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიაზე, მიწის სიღრმეში თუ მიწის ზედაპირზე აღმოჩენილი ყველა ნივთი მეცნიერებს თამამად აძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ ანტიკურ ვანში წარმოება განვითარებული, ხოლო მოსახლეობა შეძლებული იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე აღმოჩენილი ოქროს ნაკეთობები, საყოფაცხოვრებო თუ საწესჩევულებო ნივთები თავის სათქმელს ამბობენ, ვანში თვლიან, რომ ანტიკური ნაქალაქარი კვლავ ბევრ საიდუმლოს ინახავს, რამაც შესაძლოა ისტორია შეცვალოს.



ნანახია: 135-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის
პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
არქეოლოგიური აღმოჩენა ვანის რაიონში. სოფელ ციხესულორის ტერიტორიაზე მეცნიერებმა ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნით დათარიღებული

ამინდი