Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ვცდილობთ, მაქსიმუმი გავიღოთ და მალე დავბრუნდეთ საქართველოში,’-ქუთაისიდან მოსკოვში მოხვედრილი მუსიკოსების ისტორია

თარიღი : 21-02-2021, 19:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"HoneY"- სიმღერა, რომელმაც სოციალურ სივრცეში ბევრი აალაპარაკა და ბევრის ე.წ. ფლეილისტში დაიკავა ადგილი, ნიჭიერ მუსიკოსს, ენგი გუბელაძეს ეკუთვნის. ენდი წარმოშობით ქუთაისიდანაა, ჯგუფ "LiFeBeLL"-თან ერთად, ამჟამად მოსკოვში მოღვაწეობს, თანაც საკმაოდ წარმატებულად.

იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ახალგაზრდა მუსიკოსი თავისი შემოქმედების შესახებ უყვება.

"ქუთაისიდან ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი. მართალია დიდი ხანია არ ვყოფილვარ, პანდემია სამწუხაროდ ყველას და ყველაფერს შეეხო, თუმცა როგორც კი ეპიდსიტუაცია დალაგდება, კვლავ ჩამოვალ. ქუთაისში მყავს ყველა საყვარელი და ძვირფასი ადამიანი, ამიტომ ჩემი ქალაქი ყოველთვის ჩემთან არის.

რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, 12 წელია ჯგუფი მყავს "LiFeBeLL" (4 წევრი). გეტყვით იმასაც, რომ ყველანი ქუთაისელები ვართ ჯგუფში. ჯერ ქუთაისში ვიყავით, შემდეგ, 5 წელი თბილისში ვმართავდით კონცერტებს, ბოლოს მოსკოვში აღმოვჩნდით. ორი წელია უკვე, რაც აქ ვართ. რუსეთში ხშირად გვიწევს სხვადასხვა ქალაქში კონცერტების გამართვა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რაც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნეს. სიმართლე გითხრათ, რთულია შენი ქვეყნისგან შორს ყოფნა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა. ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმუმი გავიღოთ და მალე დავბრუნდეთ საქართველოში. თუ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება მუსიკას და მუსიკოსებს ჩვენს ქვეყანასა და ქალაქში, ძალიან კარგი საქმე გაკეთდება, რადგან რთულია საქართველოში ამ პროფესიით მუშაობა. ეს ყველასთვის ნათელია, ვინც ამ სფეროს ემსახურება,"-ამბობს ენდი გუბელაძე.

გვიყვება, რომ პროფესიით ინფორმატიკოსია, თუმცა კომპიუტერული სისტემების მართვას მუსიკა არჩია. ამ სფეროთი ბავშვობიდან დაინტერესდა. უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტზე და წერს მუსიკას.

"მამას ყოველთვის უნდოდა მესწავლა გიტარა (ალბათ გულმა უგრძნო, რომ გამომივიდოდა). მოკლედ, 12 წლიდან ვუკრავ გიტარაზე. გია ხურციძემ, ქუთაისში ყველასთვის საყვარელმა პედაგოგმა შემასწავლა. გიტარის გარდა კიდევ 3 ინსტრუმენტზე ვუკრავ, მაგრამ მხოლოდ მოყვარულის დონეზე. რაც შეეხება სიმღერას, ვიტყვი, რომ მინდა ისე ვიმღერო, როგორც გიტარაზე ვუკრავ. ამისთვის, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. როგორც ტექსტი, ისე სიმღერა, ყველა ნამუშევარში საკუთარია, მაგრამ კორექტირება რა თქმა უნდა, ჯგუფის ყველა წევრს შეაქვს.

უკვე მზად გვაქვს 9 სიმღერა და ვმუშაობთ დანარჩენებზე. განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთ-ერთ სიმღერას, რომლის სახელწოდებაცაა "It's Time". მალე ალბომის პრეზენტაციასაც ვგეგმავთ,"-ამბობს მუსიკოსი.

საუბრობს ბოლო ნამუშევარზე, რომელიც უკვე ბევრმა მსმენელმა შეიყვარა. სიმღერა სიყვარულზეა და კლიპში საქართველოში ყველაზე პოპულარული წყვილი, სალი წვერავა და გიორგი ჯობავა მონაწილეობს.

"ბოლო ნამუშევარი, რომელიც გამოვაქვეყნე ( ENDI - HoneY), არის სიყვარულზე, ისევე როგორც სხვა სიმღერების 99%. მაგრამ სიყვარული ხომ ზედმეტი არასდროს არის? რაც შეეხება კლიპს, მასში ვმონაწილეობ მე (როიალთან) და ცოლ-ქმარი გიორგი და სალომე. კლიპში მოხვედრილი სხვადასხვა კადრი ადრე ჰქონდათ გადაღებული, მაგრამ ჩემი შეთავაზების შემდეგ, კონკრეტული შეთანხმების საფუძველზე, გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეყენებინა მათი კადრები და ჩემი კადრებიც დაგვემატებინა, რომელიც აქ გადავიღე და გადავუგზავნე. როგორი თბილი და ლამაზი კლიპიც გამოვიდა, ნახეთ. ყველას შეუძლია შეაფასოს ჩვენს იუთუბ არხზე,"-ამბობს ენდი გუბელაძე.

სამომავლოდ, 27 წლის მუსიკოსი ალბომის პრეზენტაციას გამართავს. ამბობს იმასაც, რომ ჯგუფს კონკრეტული შეთავაზებები ამერიკიდანაც აქვს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 448-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჯგუფი 'არგო' ერთ-ერთ სიმღერას ლაშა რამიშვილთან ერთად შეასრულებს.
რა ვითარებაა მსგავსი ჟანრების მუსიკის განვითარების მხრივ ქუთაისში, ამის გარკვევას თქვენთვის Topnews.com.ge შეეცადა.

ამინდი