Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში საწვავზე გაზრდილი ფასი აქციით გააპროტესტეს

თარიღი : 21-02-2021, 14:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საპროტესტო აქცია იყო ქუთაისში. მოქალაქეები და ავტოკლუბების წევრები რკინიგზის სადგურიდან ქალაქის მერიისკენ მსვლელობით გაემართნენ და საწვავზე გაზრდილი ფასი გააპროტესტეს.

"ვაპროტესტებთ საწვავის ფასებს, რომელიც დღითიდღე იზრდება. ბოლო 4 დღეში 14 თეთრითაა გაძვირებული თითქმის ყველა კალონკაზე. ამ აქციით გვინდა მივაწვდოთ ხმა იმ პირებს, ვისაც შეუძლიათ ფასის დაწევა. თუ არ გაითვალისწინებ ჩვენს მოთხოვნას, ვაჩვენებთ რეალურად რამდენი ვართ,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციას ოპოზიციური პარტიების ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

"თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ მოულოდნელად თავისი მანქანით მერიასთან გზა გადაკეტა, რის შედეგადაც მოძრაობა დაახლოებით 10 წუთი შეზღუდული იყო. ამ ხნის მანძილზე, აქციის მონაწილეები საყვირებით აპროტესტებდნენ საწვავზე გაზრდილ ფასს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი იყო.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 178-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეების თქმით, საწვავზე გაზრდილი ფასის გამო ისინი იძულებული არიან მანქანებზე უარი თქვან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით
აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან, ხვალ, 10 ნოემბერს, 12 საათზეა ჩანიშნული.
აქციის მონაწილეებმა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან მოითხოვეს. მათი თქმით, საწვავზე ფასის მატება ყველაფრის
საპროტესტო აქცია დღეს, მესხიშვილის თეატრის წინ 18:00 საათზე დაიწყება.

ამინდი