Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘მთხოვა, დავქორწინდეთ რა იქნებაო. მეც შემიბრუნდა ტვინი და დავთანხმდი,’-ქუთაისში 74 წლის მამაკაცმა და 70 წლის ქალბატონმა ოჯახი შექმნეს

თარიღი : 21-02-2021, 11:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებმა პანდემიის დროს ოჯახი შექმნეს. ერთწლიანი მეგობრობის შედეგად, 74 წლის თემურ სოხურიშვილის შეთავაზებას დაქორწინებასთან დაკავშირებით, 70 წლის ნათელა გაბელაშვილი დათანხმდა.

"საერთო ენას რომ გამონახავ ვიღაცასთან, დროც მალე გადის, ჩანაფიქრიც მეტი გაქვს, ადამიანს სიცოცხლის ძალა, სიხალისე გემატება. რაღაც ხომ უნდა გიხაროდეს? მარტოხელა ადამიანი ცოდოა, როცა დამლაპარაკებელიც არ ჰყავს. მე ესეც გამოვცადე,"-ამბობს თემურ სოხურიშვილი.

"ადრეც ვიცნობდი, მაგრამ აქ რომ მოიყვანეს, მერე უფრო დავძმაკაცდით, ყავას ვსვამდით ერთად. სულ მიძახოდა, სულ ვუძახოდი. მერე მთხოვა, დავქორწინდეთ რა იქნებაო. მეც შემიბრუნდა ტვინი და დავთანხმდი. ძალიან დიდ პატივს მცემს. რომ შეხედავს, რაღაც არ ვარ კარგად, გამაღვიძებს იმ წუთას, ნათელა აბა რას შვრები, როგორ ხარო. ამას წინათ კომაში ჩავვარდი, ამან შეყარა ექიმი, ექთანი, ყველას გააგებინა. ეს რომ არ მყავდეს, ალბათ მოვკვდები. არ შემიძლია მისი ხმა რომ არ გავიგო. ღამე რომ დავუძახებ, თემურ, უნდა გამცეს ხმა, ისეა ესეც, სულ ველაპარაკებით ერთმანეთს,"-ამბობს ნათელა გაბელაშვილი.

დაქორწინებასთან დაკავშირებით ბენეფიციარების გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭირა პანსიონატის ხელმძღვანელობამ.

"კოვიდპანდემიის დროს, კარანტინის რეჟიმში მუშაობდა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი. გვყავს 90 ბენეფიციარი. მინდა გითხრათ, რომ ამ ჩაკეტილობის პერიოდში, როცა აკრძალული იყო გარეთ გასვლა, დაახლოვდნენ ქალბატონი ნათელა და ბატონი თემური, ბოლოს მათი სიყვარული ოჯახის შექმნაში გადაიზარდა. ძალიან მოხარული ვართ და ვულოცავთ"-განაცხადა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორმა მალხაზ ბადირეიშვილმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წყვილმა სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ქალთა კლუბისგან საჩუქარიც მიიღო.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 223-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის ფარგლებში, რომელსაც მხარი "მაკნატუნა"-მ დაუჭირა, ავტოქარხნის დასახლებაში, ვაგონში მცხოვრებ ორ პირს საკვები პროდუქტები
ხელისუფლების წარმომადგენლები ბენეფიციარების პრობლემებსაც გაეცნენ და მოხუცებს არსებული პირობების გაუმჯობესებას დაპირდნენ.
ქუთაისის მერმა პანსიონატის ერთ-ერთ ბენეფიციარს, 86 წლის ნელი ბაკურაძეს დაბადების დღე მიულოცა. ნელი ბაკურაძეს, რომელიც ლექსებს
დღეს მესხიშვილის და მარჯანიშვილის თეატრების ერთობლივ სპექტაკლს, 'ჯინს' წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონატის და ქუთაისის

ამინდი