Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულელმა ილია სულამანიძემ თელ-ავივის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თარიღი : 20-02-2021, 22:10 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წარმატებული გამოდგა სადებიუტო გრან-სლემი 19 წლის ტყიბულელი ძიუდოისტისთვის. ილია სულამანიძემ თელ ავივში ბრინჯაოს მედალი მოიგო. მისი მეტოქე ფინალულ შეხვედრაში ონისე სანებლიძე იყო. უფროსებს შორის ილიამ საერთაშორისო ტურნირზე პირველი მედალი მოიგო.

"ჯერ ხო დაკვრით გააოცა მთელი IJF-ის სამყარო და თან, დარია ბილოდიდის ყურადღებაც მიიპყრო! ახლა კიდევ ჩვენ გაგვახარა და შინ მედლით გვიბრუნდება ეს ნიჭიერი ბიჭი. ვულოცავთ ილიას, მის ოჯახს, ტყიბულს და სრულიად საქართველოს ამ წარმატებას! გვეამაყები!"-წერენ ილიას გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ილია სულამანიძე ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელია.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ-ავივის გრან სლემზე, ვაჟთა შორის 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 421-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი