სამტრედიაში გაუჩინარებული არასრულწლოვნები საფეხბურთო მოედანზე იპოვეს
თარიღი : 20-02-2021, 11:31 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

სამტრედიაში გაუჩინარებული ბავშვები იპოვეს. მათ პოლიცია გუშინ, საღამოდან ეძებდა.
არსებული ინფორმაციით, 11 და 13 წლის ბიჭები დედამ ბანკომატზე ფულის ჩასარიცხად გააგზავნა. როგორც სახლში დაბრუნებულმა არასრულწლოვნებმა განაცხადეს, მათ ბანკომატმა თანხა ჩაუყლაპა, შეეშინდათ მშობლების გაბრაზების და სახლში არ დაბრუნდნენ.
არასრულწლოვნები მეზობელმა საფეხბურთო მოედანზე, დილით ნახა. როგორც ირკვევა, ღამე სტადიონის ლოჟაში გაათენეს. ბავშვები ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ.
ავტორი: ქეთი გელაშვილი