ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია
თარიღი : 20-02-2021, 10:46 | კატეგორია: ახალი ამბები

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
“დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია გზის დანარჩენ მონაკვეთებზე,”-აცხადებენ დეპარტამენტში.
“დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია გზის დანარჩენ მონაკვეთებზე,”-აცხადებენ დეპარტამენტში.