Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“რიონის ხეობაში ნაღმების განთავსება მიმდინარეობს, რათა კომენდატის საათის დროს, ისტორიული ხეობა ააფეთქონ”

თარიღი : 19-02-2021, 18:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხმაური და დაპირისპირება იყო რიონის ხეობაში. კომპანია "ენკამ" მთის ფერდობის გაბურღვის სამუშაოები დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ფერდობის გაბურღვის პარალელურად, ნაღმების განთავსება მიმდინარეობს, რათა კომენდატის საათის დროს, ისტორიული ხეობა ააფეთქონ.

რიონის მცველები მოითხოვენ, დაუყონებლივ გავიდეს პერიმეტრიდან კომპანიის ტექნიკა. ისინი ადგილზე ამ დრომდე რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ ნამოხვანჰესის მშენებლობას მოსახლეობის ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება. ისინი მიიჩნევენ, რომ ჰესების კასკადის პროექტი რიონის ხეობას მხოლოდ ზიანს მოუტანს, შეიცვლება კლიმატი და განადგურდება ხეობისთვის დამახასიათებელი ენდემური სახეობები. მათივე თქმით, ტერიტორია სეისმურად აქტიურია და ხეობაში ჰესის მშენებლობა დაუშვებელია.

ადგილობრივები უკვე 117 დღეა პროტესტის ნიშნად ღამეებს კარვებში ათევენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1268-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი