Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მსოფლიო ჩემპიონ ბექა ლომთაძის მიმართვა ახალგაზრდებს

თარიღი : 19-02-2021, 16:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge



დღეს უკვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელმა, ქუთაისელმა ბექა ლომთაძემ სპორტის სამყაროში 13 წლის წინ შეაბიჯა. მსოფლიო ჩემპიონობაზე წლები ოცნებობდა, ჩემპიონობამდე მისასვლელი გზა მარტივი არ ყოფილა, თუმცა საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა: რომ ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლას, შრომას, ძალისხმევას არ შეწყვეტდა და ქვეყანას ასახელებდა, სპორტსმენმა შეასრულა. ბექა ლომთაძე ახალგაზრდებს მოუწოდებს, არ შეუშინდნენ მიზნისკენ მიმავალ გზაზე წარმოქმნილ დაბრკოლებებს და მხოლოდ წინ იარონ.

ბექა გაჩერებას არ აპირებს. ამჯერად ევროპის ჩემპიონობაზე ოცნებობს. დიდი სურვილი აქვს, კვლავ ააჟღეროს საქართველოს ჰიმნი და კვლავ აფრიალდეს ქართული დროშა მისი გამარჯვების აღსანიშნავად.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას იწყებს.

ვიდეო მომზადდა პროექტ "Youth Media"-ს ფარგლებში. პროექტს იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.


ნანახია: 247-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი