Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘დიდი სირცხვილი! ვერ და არ დავიჯერებ, რომ ჭკუათმყოფელმა ქუთაისელმა ჩაიდინა ასეთი სისასტიკე,’-საფიჩხიის სასაფლაოდან ბიუსტები მოიპარეს

თარიღი : 17-02-2021, 23:19 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოდან რამდენიმე ბიუსტი მოიპარეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, მსახიობი ენდი ძიძავა წერს.

"საოცარი სანახავი იყო გაქვავებული მერაბ ბურჯანაძე საფიჩხიის სასაფლაოზე. ყველა ახლობლის სასაფლაოს მოვლის შემდეგ, წელიწადში ერთხელ მაინც მივდიოდით მე და ნია "გაკაჟებულ" მერაბთან, აღდგომის წითელ კვერცს გადავუგორებდით და დიდხანს, დიდხანს ვუყურებდით მას... ეს ბიუსტი იყო ხელოვნების ნიმუში, ყოველგვარი გადაჭარბებული შეფასების გარეშე. რა ხელმა მოხსნა? სად წაიღო? და ნეტავ რას დამართებს?,,, არა! ვერ და არ დავიჯერებ, რომ ჭკუათმყოფელმა ქუთაისელმა ჩაიდინა ასეთი სისასტიკე...სირცვილი! დიდი სირცხვილი!..."-წერს ენდი ძიძავა.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა და სასაფლაოს გაძარცვამ სისტემატიური ხასიათი მიიღო.

"მთელი საფიჩხიის სასაფლაო იძარცვება უკვე ერთი წელია. გიორგი გელოვანი, გრიგოლ და ჯონდო თოლორდავები, თამარ დახუნდარიძე და ალბათ კიდევ რამდენი, რაც მე არ ვიცი. არავინ ზომებს არ ღებულობს"

"მართლა ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა. გარდა მერაბის საფლავისა, უამრავი საფლავი გაიძარცვა და ბიუსტები, არაჩვეულებრივი ნამუშევრები გაიტანეს. ამას აუცილებლად სჭირდება გამოძიება და მართლა არამგონია, ჭკუასთან ახლოს მყოფელმა ჩაიდინოს მსგავსი ფაქტი"

"სადაა ამ დროს, პოლიცია ან დაცვა, ან სასაფლაოს მეპატრონეები??? ყველა ოჯახი უკვე საფრთხის წინაშე დგას!"-წერენ მოქალაქეები.

საფიჩხიის სასაფლაოზე, ბიუსტის მოპარვის ფაქტს ეხმიანება შპს ,,ქრთული ტრადიციები 2011-ის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტი მაია ყუფარაძე.

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, შპს ,,ქართული ტრადიციები 2011“-ში არ არსებობს ზეპირი, სატელეფონო ან წერილობითი ფორმის შეტყობინება სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე. სოციალურ ქსელში გააქტიურებული ფაქტიდან გამომდინარე, რომელიც მერაბ ბურჯანაძის საფლავიდან ბიუსტის უნებართვოდ აღების და გატანის ფაქტს შეეხებოდა, შპს ,,ქართული ტრადიციები 2011“ -ის წარმომადგენელი ესაუბრა ოჯახის ჭირისუფალს. დაზარალებულის თქმით, საქმე აღძრულია და იძიებს შსს-ს მე-2 განყოფილება. მენეჯერთა მხრიდან ნებისმიერი ანალოგიური ფაქტის დაფიქსირების ან მოქალაქის მიერ შეტყობინების საფუძველზე, შპს-ს მხრიდან ინფორმაცია შემდეგი რეაგირებისათვის ეცნობება შსს-ს შესაბამის განყოფილებას,"-ამბობს ყუფარაძე.

მისივე თქმით, შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ის დაქვემდებარებაში 13 საქალაქო სასაფლაოა.

"საერთო ფართობი 100000 კვ. მ-ზე მეტია. სასაფლაოზე ცენტრალური შესასვლელების გარდა, ფართობის სიდიდის გამო შესაძლებელია სხვა ხელოვნური შესასვლელებიდან შეღწევა, რაც ართულებს ფაქტების პრევენციას. შპს ვერ აიღებს ტერიტორიების დაცვის პასუხისმგებლობას, რადგან დაცვის პოზიციაზე შტატები არ არის განსაზღვრული. რაიმე ტიპის კონტროლი და წესრიგის მართვა შეუძლებელია, თუ მოქალაქეებს თავად არ ექნებათ გააზრებული, რომ საფლავი არ უნდა გაიძარცვოს,"-განაცხადა მაია ყუფარაძემ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 369-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ოღასკურის სასაფლაოდან საფლავის ქვების მოპარვას ცდილობდნენ.
საფიჩხიის სასაფლაო ქალაქში ერთ-ერთი უძველესი და დიდ ფართობზე არსებული სასაფლაოა.
„ქართული ტრადიციები“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის ემზადება.
მამუკა მაჩიტიძის მეუღლე ქეთევან მაჩიტიძე ამბობს, რომ ის მომხდარით შეძრწუნებულია.

ამინდი