Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: ოპოზიცია ისეთ მდგომარეობაშია, ფიქრობს აჟიოტაჟი შეიტანოს ხალხში და მოატყუოს ჩვენი მოსახლეობა

თარიღი : 17-02-2021, 14:24 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი ტელეკომპანია "Mega Tv"-ის ეთერში, თვითმმართველობის მისამართით ოპოზიციის მხრიდან ბოლო პერიოდში გაჟღერებულ ბრალდებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ხახალეიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ცუდ მდგომარეობაშია, ამიტომ ცდილობს, ცრუ ინფორმაციებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და აჟიოტაჟი შექმნას.

"სწორედ ჩვენი მოსახლეობის ინერესების დასაცავად და ინფორმირებულობის მიზნით, გავეცი მათ უსაფუძვლო ბრალდებებს პასუხი,"-განაცხადა ხახალეიშვილმა.

მერმა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიგა შუშანიას ბრალდებებს ასფალტის ანაფრეზის გაყიდვასა და აუდიტის დასკვნის დამალვაზე, მიზანმიმართული სიცრუე უწოდა.

"ნამდვილად სასაცილოა ეს თემა, დოკუმენტის დამალვა რომ მდომოდა, ნამდვილად არ წარვუდგენდი ამ დოკუმენტს საკრებულოს, არ შევიტანდით განსახილველად, მოსასმენად. ვერც იმ ნაწილზე დავეთანხმები მის არაკომპეტენტურ ნათქვამს, თითქოს მე გუბერნიაში მუშაობის პერიოდში შემეძლო ამის კონტროლი. ძალიან კარგად იცის, რისი კონტროლი შეეძლო, თავადაც მუშაობდა, მაგრამ ჩვენ იმ სისტემით და იმ სტილი არ ვმუშობთ, როგორც მაშინ ძველი მთავრობის დროს მუშაობდნენ გუბერნიები თვითთმართველობასთან დაკავშირებით. გამიზნულად გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, არანაირი საუბარი არ ყოფილა საბინაოს სამსახურის მუშობის დადებითად შეფასებაზე. იგივე შემიძლია ვთქვა მის განცხადებაზე, ე.წ ანაფრეზის თემასთან დაკავშირებით. დღეს ისეთ მდგომარეობაშია ოპოზიცია, სურს სხვადასხვა თემაზე გადაიტანოს აქცენტი, რადგან თავზე ენგრევათ პარტიები, წარმომადგენლები ტოვებს მათ რიგებს. აქედან გამომდინარე, ფიქრობენ აჟიოტაჟი შეიტანონ ხალხში, მოატყუონ ჩვენი მოსახლეობა,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერი გოგი წულაიას ბრალდებასაც გამოეხმაურა, რომელიც ამბობდა, რომ მერია ჩინოვნიკების კომფორტისთვის ათასობით ლარს ხარჯავს, მაშინ როცა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის, მხოლოდ 14 000-მდე გამოყო.

"ეს 14 000 დამატება გახლდათ იმ 727 000 ლარზე, რომელიც ამ კუთხით გვაქვს გამოყოფილი. ბიუჯეტს თავისი წაკითხვა სჭირდება, ცოდნა სჭირდება, ციფრების უკან და სიტყვების მიღმა რა დგას. მშრალი ციფრებით და ტერმინებით ბიუჯეტის წაკითხვა არასწორია. ამიტომ ის ინფორმაციები, რასაც გამიზნულად აჟღერებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ჩვენი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მე ჩემი თანაქალაქელების წინაშე პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას ვგრნობ, სწორედ ამიტომ ვაკეთებ კომენტარს ამ საკითხებთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვთქვი, დოკუმენტებით, დასაბუთებულად, არგუმენტირებულად მივაწოდებ ჩემს თანამოქალაქეებს ინფორმაციას, თუ რა ხდება ჩვენს ქალაქში, სად არის პრობლემები, სად არის გამოწვევები, რას და როგორ ვაკეთებთ,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 398-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი