გოგი წულაია მოქალაქეებს კომენდანტის საათის დარღვევისკენ მოუწოდებს
თარიღი : 16-02-2021, 11:25 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია მოქალაქეებს დაუმორჩილებლობისა და კომენდანტის საათის დარღვევისაკენ მოუწოდებს. აღნიშნული მიზნით წულაიამ გუშინ ღამით თავად დაარღვია კომენდანტის საათი. ის ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამოვიდა და სამართალდამცავებს დაჯარიმებისკენ მოუწოდა.
როგორც წულაია აცხადებდა, მისი მიზანი იყო, სამართალდამცავებს დაეჯარიმებინათ, ჯარიმას კი როგორც თავად აღნიშნა, არ გადაიხდის. საბოლოოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პერფომანსი დაჯარიმების გარეშე დასრულდა.