Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“მაინტერესებს ‘ქუთაისელი ჩაცუცქული ძველი ბიჭები’ გენეტიკურად არსებობენ მხოლოდ ქუთაისში?”

თარიღი : 9-02-2021, 21:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე „ტვ პირველის“ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

"მე ვერ მივხვდი დღეს ვის ვუყურებდი, ვუყურებდი შევარდნაძის ჩინოვნიკს, ვუყურებდი ქუთაისელ ჩაკუზულ ძველ ბიჭს თუ საჯარო მოხელეს, რომელიც მოწიწებით უნდა ესაუბროს თავის ხალხს. როგორ ბედავს, როგორ გამოდის და თითის ქნევით როგორ გველაპარაკება მე, თქვენ და იმ გაჭირვებულ ხალხს, ვინც მის ხელფასს ვიხდით,"-განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

ჩალაძის მიერ ქუთაისელების ამ კონტექსტში მოხსენიებამ, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

"TV პირველზე, გადაცემაში გამოდის გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ვინმე გიორგი ჩალაძე, რომელმაც ამირან გამყრელიძე შეადარა ქუთაისელ ჩაცუცქულ ძველ ბიჭს. გიორგიდ წოდებულო, მაინტერესებს "ქუთაისელი ჩაცუცქული ძველი ბიჭები" გენეტიკურად არსებობენ? თუ მხოლოდ ქუთაისში? ან სად მიიღეთ განათლება გენეტიკაზე? ან სიტყვა "ბოდიში" არის თქვენს გენეტიკაში? ეტყობა ვერ გამოხვედით საბჭოთა გენეტიკიდან. იქნებ სხვამ ამიხსნას, რას ნიშნავს "ქუთაისელი ჩაცუცქული ძველი ბიჭი"

"დიდი პატივისცემის მიუხედავად, რას ნიშნავს "ქუთაისელ ჩაკუზულ ძველ ბიჭს"?პოლიტიკაში მოხვედით და მეტი ყურადღება გმართებთ. ეს გეოგრაფიული სტერეოტიპი და მისი გამყარება ტელევიზიაში რახარუხით არის დაუშვებელი და სამარცხვინო. ქუთაისის ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, ანტიკური ავტორები ძველი კოლხეთის დედაქალაქად იხსენიებენ და სხვა თუ არაფერი, პირველ რიგში დავით აღმაშენებლის, ზაქარია ფალიაშვილის, პეტრე ოცხელის, იაკობ ნიკოლაძის სამშობლოა. ასე რომ.."

"შეხედე ამან ქუთაისი ახსენა? ბევრი ტკბილი ჭამე, სანამ ქუთაისს ახსენებ. ხო იქნები ღირსი რომ ჩამოხვალ ქუთაისში მოსახლეობამ ჩაგქოლოს მაგ სიტყვებისთვის. გამყრელიძე ქუთაისელი თუ არის, მიტოა კაცი"

"ეს თვითონ იყო ალბათ ძველი ბიჭი და იცის ჩაკუზვაც და ჩაცუცქვა,თორემ აბა რა მოსატანი იყო სტუდიაში ეს უტიფარი ფრაზები"- წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 967-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სპეციალისტები ძველ ბინებზე მოთხოვნის შემცირებას ფასს უკავშირებენ, აცხადებენ, რომ ხშირად ახალ აშენებული ბინის ფასსა და ძველი ბინის
სპეციალისტები ძველ ბინებზე მოთხოვნის შემცირებას ფასს უკავშირებენ, აცხადებენ, რომ ხშირად ახალ აშენებული ბინის ფასსა და ძველი ბინის
კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო. თინ ქლაბის წევრებმა ძველი და ახალი რეპერტუარი წარმოადგინეს.
დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე, დღეს ქუთაისი ვიცე–მერმა ნიკო კაჭკაშიშვილმა წარუდგინა.
ზურაბ მარგველაშვილი topnews.com.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ პოსტი, რომელმაც ქუთაისში საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, მის