Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ქუთაისში, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გაშლილ კარავში ცენტრალური ბაღიდან მანქანა შევარდა და კარავზე დაჯახების მცდელობა ჰქონდა”

თარიღი : 30-01-2021, 19:39 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ინცინდენტი მოხდა ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში გაშლილ კარავთან. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს მდივანი ირაკლი გვალია Topnews.com.ge-სთან ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ, კარავში, ცენტრალური ბაღიდან მანქანა შევარდა და კარავზე დაჯახების მცდელობა ჰქონდა.

"ეტყობათ, ძალიან ამოუვიდათ ყელში თუნდაც ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი და სუსიდან დაავალეს ვიღაც ხულიგანს, მანქანით შემოვარდნილიყო მაღალი სისწრაფით კარავთან. ამ დროს უმრავლესობა კარავში ვიმყოფებოდით, ჩვენი რამდენიმე მეგობარი იყო გარეთ. როგორც კი გავიგეთ მანქანის ხმა და გოგონას კივილი, მაშინვე გამოვვარდით ყველა. როგორც გვითხრეს იქ მყოფებმა, პირდაპირ ეჯახებოდა, რომ არა ჩვენი მეგობრის ადამიანური ინსტიქტი, უცებ გადახტა გვერდზე. ჩვენ გავეკიდეთ და მერე პოლიციაც მოვიდა, ოპერის თეატრთან დააკავეს და ახლა შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ.

ესაა ხელისუფლების დავალება. "ქართულ ოცნებას" ეშინია, რომ კარავი დგას ქალაქის ცენტრში და ყველაფერზე მიდის. კიდევ კარგი მსხვერპლი არ იყო. თუ არ უნდათ მშვიდობა თქვან, მაგით ვერ შეგვაშინებენ. მართლა თუ მოგვკლავენ, თორემ აქედან ფეხს არ მოვიცვლით, პირიქით, უფრო მეტი და მეტი ვიქნებით. დამერწმუნეთ, ამ ფაქტს აუცილებლად მოჰყვება ჩვენგანაც პასუხი, რა თქმა უნდა მშვიდობიანი, მაგრამ გაცილებით რადიკალური ფორმებით, ვიდრე ახლაა,"-განაცხადა ირაკლი გვალიამ.

შეგახსენებთ, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები ქუთაისში (ისევე როგორც სხვა დიდ ქალაქებში) რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ ბაღში გაშლილია კარავიც.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 448-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი