Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კარვით გამოხატული პროტესტი-ქუთაისის ცენტრალურ ბაღში პროტესტის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ

თარიღი : 29-01-2021, 13:22 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პროტესტის მესამე დღე ქუთაისში. ქალაქის ცენტრალურ ბაღში კარავი კვლავ გაშლილია. ოპოზიციური პარტიების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები დაშლას არ აპირებენ. მათი მოთხოვნა უცვლელია: ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.

როგორ ჩაიარა პროტესტის პირველმა დღემ ქუთაისში და რა გეგმები აქვთ აქტივისტებს - ამის შესახებ Topnews.com.ge-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს მდივანი ირაკლი გვალია ესაუბრა.

"გუშინდელმა ღამემ მშვიდად ჩაიარა. მთელი ღამე გავათენეთ. მართალია სიცივე იყო, მაგრამ ჩვენ ესეც გვავიწყდება. მთავარი მიზანი, რისთვისაც ვიბრძვით, მიტაცებული ხმებისა და არჩევნების დაბრუნებაა, ქვეყანა ქვეყანას რომ დაემსგავსოს. ვადამდელ არჩევნებთან ერთად, სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენასა და გელათის პრობლემის მოგვარებასაც ვითხოვთ. მოკლედ, ყველაფერს ვაპროტესტებთ, რაზეც გული შეგვტკივა.

იცით, რომ კარავი ცენტრალურ ბაღში გვაქვს გაშლილი. ისე მოხდა გუშინ, ყველგან განათებული იყო ლამპიონები, კარავის ირგვლივ არსებული ლამპიონები კი ჩაბნელებული იყო. არ ვფიქრობთ, რომ ეს შემთხვევით მოხდა, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია ასეთი ქმედება. პლიუს ამას, ზაფხულში, პაპანაქება სიცხეშიც კი არ ყოფილა შადრევანი ჩართული. დღეს გავიღვიძეთ და დილას ჩაურთავთ. ძალიან კარგი თუ საქმით დაკავდებიან ეს უსაქმური საჯარო მოხელეები. ამასთან, საღამოს 7 საათის შემდეგ რომ გამოხვიდოდი ქალაქში, მერიის შენობა ჩაბნელებული იყო, გუშინ ღამის 11-12 საათამდე გაბრდღვიალებული იყო, თავად ქალაქის მერიც იმყოფებოდა და ფანჯრიდანაც გადმოგვხედა. ძალიან კარგი თუ გამოვაფხიზლეთ ჩვენი ქალაქის თვითმმართველობა და თუ პროტესტის მუხტია ქალაქში, რადგან ასე გაგრძელება არ შეიძლება.

პროტესტი გაგრძელდება, იქნება სხვადასხვა ფორმით (აქციები, ფლეშმობები, ინტერაქტიული აქტივობები და ა.შ. ბევრ რამეზე გვაქვს ნაფიქრი). კონსტიტუციის ფარგლებს რა თქმა უნდა არ გავცდებით, ხელისუფლებასაც ამას მოვუწოდებთ. არც პროვოკაციების აყოლას ვაპირებთ და არც ჩვენ ვაპირებთ მოწყობას. ეს არ არის პარტიული აქცია, პირველ რიგში სამოქალაქო აქტივისტების, მოქალაქეების აქციაა. ჯერ ამ ქალაქის შვილები ვართ და შემდეგ ვართ ზოგი ამა თუ იმ პარტიის წევრი, ზოგიც არაპარტიელი. ეს კარავი ყველასია. ვისაც გული შესტკივა ქვეყანაზე გამოვიდეს და ჩვენთან ერთად გააპროტესტოს,"-განაცხადა ირაკლი გვალიამ.

შეგახსენებთ, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები და დაუმორჩილებლობის აქციები საქართველოს დიდ ქალაქებში მიმდინარეობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 251-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი