ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ირმა ნადირაშვილის განცხადებას ეხმაურება [VIDEO]
თარიღი : 11-04-2014, 16:42 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გელა გაბადაძე საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებას საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წყალტუბოში "ქართული ოცნების" გუშინდელ აქციაზე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წევრები იღებდნენ მონაწილეობას.
გელა გაბადაძის თქმით, ირმა ნადირაშვილის ეს განცხადება სიცრუე და "ნაციონალურ მოძრაობას" ფაქტების გადამოწმებას სთხოვს.
"ეს არის მტკნარი სიცრუე და მეტი არაფერი. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში 4 წევრი ვართ და ოთხივე გუშინ სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული. სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადანაცვლებულიც ცდილობს ტყუილებით გამოკვებოს საზოგადოება,"- აცხადებს გაბადაძე.