1-ლი ადგილი მსოფლიოს 747 ტიტულოვან მოჭადრაკეთა შორის - იმერელი მოჭადრაკის ტრიუმფი
თარიღი : 28-01-2021, 15:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

გიგა ყუფარაძე საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის "Titled Tuesday Blitz" გამარჯვებული გახდა. იმერელმა დიდოსტატმა გადამწყვეტ ტურში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა და 1-ლი ადგილი მოიპოვა.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა. მასში 68 ქვეყნის 747 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა.
"სამშაბათობით, "chess.com"-ზე ტარდება ხოლმე ყოველკვირეული ტურნირი, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი მოჭადრაკე თამაშობს. ერთი მთავარი მოთხოვნაა, წოდებიანი მოჭადრაკეები უნდა იყვნენ. ამ ტურნირზე დაახლოებით 750-მდე მონაწილე თამაშობდა. 11 ტურად ტარდებოდა, აქედან 10 ქულა ავიღე და ბოლოს წინა ტურში, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე დავამარცხე, ამით ფაქტობრივად ჩემპიონი გავხდი.
მნიშვნელოვანი ტურნირი იყო ჩემთვის. პირველი ადგილის აღება ასეთ ძლიერ და ცნობილ მოჭადრაკეთა შემადგენლობაში, ძალიან სასიხარულოა. რთულია ასეთი ტურნირების მოგება, მიხარია რომ მოვახერხე"-ამბობს გიგა ყუფარაძე Topnews.com.ge-სთან.
ცნობისთვის, ტურნირი ყოველ სამშაბათს იმართება და ვირტუალურ საჭადრაკო სივრცეში ყველაზე წარმომადგენლობითია. მასში მონაწილეობა მხოლოდ საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ.
ავტორი: ქეთი გელაშვილი