Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ბალახვნიდან მოვდივარ ფეხით, ‘სუმკებით’ ხელში, 6 კმ გამოვიარე. დაღლილი და დაქანცული დავდივარ ლიმონების გასაყიდად,’-ქუთაისში მოვაჭრეები ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას ითხოვენ

თარიღი : 28-01-2021, 12:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რეგულაციებით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ ქუთაისშიც. ჭავჭავაძის ქუჩაზე აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრ "გრანდმოლის" მოვაჭრეები ბაზრობების გახსნასთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას ითხოვენ. მათი თქმით, სავაჭრო ცენტრების გახსნას აზრი არ ექნება, თუ სატრანსპორტო მოძრაობა არ აღდგება.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ისიცაა, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი პერიოდული შეზღუდვები მთლიანად დაანგრევს ეკონომიკას და ბიზნესს.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა 1-ლი თებერვლიდან დაიწყოს მუშაობა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც, რადგან ჭავჭავაძეზე დასაქმებულთა უმეტესობა სამუშაო ადგილებზე ყოველდღიურად ვერ მოდის. მათ დღეში ორჯერ ტაქსიში თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ,"- ამბობს "გრანდმოლის" დირექტორი ნატო დანელია.

"ბალახვნიდან მოვდივარ ფეხით, "სუმკებით" ხელში, 6 კმ გამოვიარე. დაღლილი და დაქანცული დავდივარ ლიმონების გასაყიდად, რომ შვილებს საჭმელი მივუტანო სახლში. რად გვინდა მარტო ბაზრობა, ტრანსპორტი თუ არ გაიხსნა?"- განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციას ქუთაისის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრული პოლიცია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 360-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი