ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს
თარიღი : 27-01-2021, 18:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ნადირაძე გახდა.
“მადლობა კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ვეცდები ჩემი გამოცდილება როგორც ორგანიზაციული, ასევე პოლიტიკური მიმართულებით, მოვახმარო ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას,”- განაცხადა თეიმურაზ ნადირაძემ
თეიმურაზ ნადირაძე აქტიურად იყო ჩართული კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის პროცესში. ის ასევე გახლდათ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრი, ქალაქ მუზეუმის მაჟორიტარი დეპუტატი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
შეგახსენებთ რომ, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია ვაკანტური ირაკლი შენეგელიას მიერ თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ გახდა.