ჯარისკაცებმა ზესტაფონში, თავდაცვის ძალებში დასაქმების მსურველებს კონტრაქტის პირობებზე ინფორმაცია მიაწოდეს
თარიღი : 27-01-2021, 17:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის რეკრუტირების სამსახურის იმერეთის ცენტრი სტუმრობდა.
ღონისძიების ფარგლებში, ხელმძღვანელ და პროექტის მონაწილე პირებს შორის შეხვედრა შედგა. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შეხვდნენ აგრეთვე ქალაქის მერს გიორგი გოგლიჩიძეს, რის შემდეგაც პროცესმა ქალაქის ტერიტორიაზე გადაინაცვლა.
ჯარისკაცები (რეკრუტერები) მოსახლეობას სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შესახებ ესაუბრნენ. მათ თავდაცვის ძალებში დასაქმების მსურველებს ინფორმაცია კონტრაქტის პირობებზე, ანაზრაურებაზე, სოციალური დაცვის გარანტიებზე, პროფესიული ზრდის შესაძლებლობებზე მიაწოდეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
თავდაცვის ძალების პოპულარიზაციის მიზნით, რეკრუტირების პროცესი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში, იგეგმება იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის მონახულება.