Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოვაჭრეებს ავტომობილები დაუზიანეს

თარიღი : 27-01-2021, 15:50 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანდალური ფაქტი ქუთაისში. ჭავჭავაძის ქუჩაზე უცნობმა პირებმა რამდენიმე მანქანა დააზიანეს. შემთხვევა ორი დღის წინ, სავარაუდოდ კომენდატის საათის დროს მოხდა. მანქანების მფლობელები ის ადამიანები არიან, რომლებიც კოვიდრეგულაციების მიზნით, ე.წ კეჩის ბაზრობის დახურვის გამო, იძულებულები გახდნენ გარე ვაჭრობის პერიმეტრზე გადასულიყვნენ.

მოვაჭრეები მომხდარს ვანდალიზმად აფასებენ და ამბობენ, რომ შესაძლოა ჩამდენი ის პირი იყოს, ვისაც მათი საქმიანობა არ მოსწონს. მოვაჭრეები პასუხისმგებლობას ხელისუფლებასაც აკისრებენ, რომელმაც ისინი უმუშევრები დატოვა, ახლა კი მათი ქონება დაუცველია.

"მოტეხილი აქვს მანქანებს სხვადასხვა ნაწილები. საღამოს 5-ის მერე ჩვენ ვამთავრებთ მუშაობას და მივდივართ, ალბათ ამის მერე დააზიანეს, სავარაუდოდ სპეციალურად. შეიძლება თვითონ უნდოდათ აქ დგომა და რადგან აქ ჩვენ ვართ, იფიქრეს, ამათ გავუფუჭებთო,"-ამბობენ მოვაჭრეები.

Topnews.com.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 438-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ხალხს არ აქვს საშუალება, ისინი პროდუქტს ცალობით ყიდულობენ"
შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, ყვავილების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ამინდი