Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სკანდალური ქადაგების გამო, ჭიათურელ მამაოს შესაძლოა სასჯელი დაეკისროს

თარიღი : 27-01-2021, 14:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებაზე იმსჯელებს და შესაბამისს პასუხისმგებლობას დააკისრებს. ამის შესახებ განცხადებას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელ (დათუაშვილი) ავრცელებს. მიტროპოლიტი სახარებისეული სწავლებისთვის სრულიად შეუფერებელს უწოდებს დეკანოზის ნათქვამს, რომ სჯობს, "პარაზიტი" ბავშვები პატარები მოკვდნენ, ვიდრე "დიდი ვირები" გაიზარდნონ.

"მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის. ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას," - ნათქვამია მეუფის განცხადებაში.

ხმაური დეკანოზის ბოლო ქადაგებას მოჰყვა, სადაც მან ერთგვარად დადებით კონტექსტში მოიხსენია "ქურდული სამყაროს" კანონები, ამასთან, ისაუბრა ვაქცინაციაზე - რომ თითქოს მოსახლეობას ემუქრებიან, გაიკეთონ ვაქცინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სოციალური დახმარების მოხსნითა და პენსიის შეწყვეტით ემუქრებიან. სიძულვილის შემცველი იყო ქადაგების კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს ეხებოდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 213-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პატრიარქმა ისაუბრა მშობლის პატივისცემაზე და კიდევ ერთხელ გაიხსენა თავისი რჩევა, რომ შვილებმა ყოველდღიურად დალოცვა სთხოვონ და
მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.

ამინდი