Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, ცენტრალურ ბაღში კარავი გაიშალა

თარიღი : 27-01-2021, 12:24 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საპროტესტო გამოსვლები და დაუმორჩილებლობის აქციები გრძელდება საქართველოს დიდ ქალაქებში. ამჯერად მოვლენათა ეპიცენტრი ქუთაისია, სადაც მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტებმა კარვების გაშლა გადაწყვიტეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდაცველები.

"ქალაქის ახლადარჩეულს მერს მთელი იმერეთის პოლიცია იცავს, რომ არ ვნახოთ კაცი. ეს არის დიქტატურა, რომელიც დასრულდება ძალიან მალე. ჩვენ მოძრაობა "საქართველოსთვის" ვდგამთ აქ კარავს, ქუთაისელი აქტივისტები იქნებიან აქ და ერთ მშვენიერ დღეს, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი და თელავი გამოვა რუსთაველზე და დაასრულებს ივანიშვილის რეჟიმს. პოლიციააფარებული ივანიშვილი დიდხანს ვერ გაძლებს,"- ამბობს მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი ნიკა ნარსია.

"მოძრაობა "საქართველოსთვის" არ შეეგუება გაყალბებულ არჩევნებს. დღეს, რანაირი წინააღმდეგობაც არ უნდა გაგვიწიოს პოლიციამ, მაინც გავშლით კარავს. ეს იქნება ძალიან ძლიერი საპროტესტო კერა, რადგან არავინ აპირებს დიქტატურაში ცხოვრებას. ჩვენ ერთიან, დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ და არა იმ მტრულ გარემოში, რაც ივანიშვილმა შექმნა. ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, იმისთვის რომ ქართველ ხალხს მიეცეს საშუალება მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში, დაშინებისა და მოსყიდვის გარეშე აირჩიოს ხელისუფლება. მთელს საქართველოში იქნება საპროტესტო აქციები, სანამ ამას არ მივაღწევთ"- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე.

საპროტესტო აქციას ქუთაისის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

"დღეს ბანკის დაყაჩაღება რომ დაგვეანონსებინა, ამდენი პოლიციელი მაშინ არ გამოვიდოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ეშინია ხალხის პროტესტის და ეს პროტესტი აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ყველა აქტივისტი, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი განწყობილია საბრძოლოდ, აუცილებლად შევეცდებით კარვის გაშლას და ვნახოთ პროცესები როგორ განვითარდება,"-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას არჩევნებზე ხმები მოპარა, ამიტომ მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.

აქციის ბოლოს მონაწილეებმა ქუთაისის ცენტრალურ ბაღში კარავი გაშალეს. ისინი კარავში მორიგეობას გეგმავენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 275-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი