Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘სოლიდარობა პატიმრებს’-, აქცია ქუთაისში

თარიღი : 26-01-2021, 21:15 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
"ციხეებში კოვიდია, სოლიდარობა პატიმრებს"- ქუთაისში, მერიის წინ უფლებადამცველებმა და პატიმრების ოჯახის წევრებმა აქცია გაიმართეს. ადვოკატების თქმით, ციხეები ჩაიკეტა და პატიმრებს კომუნიკაცია როგორც ოჯახთან, ასევე ადვოკატებთან შეეზღუდათ, რაც მათი განცხადებით, პირდაპირ არღვევს პატიმართა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და საადვოკატო საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობას.

აქციის წევრები ხელისუფლებას ჰუმანური აქტის განხორციელებისკენ მოუწოდებენ. კერძოდ, მათი თქმით აუცილებელია სასჯელის 1/4-ით შემცირება და პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლება. ადვოკატები ითხოვენ, რომ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ და სასჯელი შეუმსუბუქდეთ იმ პატიმრებს, რომლებმაც ციხეში 11 თვე გაატარეს.

"საპროტესტო აქცია გავმართეთ, რადგან ციხეები ჩაიკეტა სრულად. სახელმწიფომ არ შეასრულა ვალდებულება, რომელიც გასცა გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ. კერძოდ, კოვიდის მართვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული იყო,რომ აკრძალულია პატიმრების სრული იზოლაცია, ამის საწინააღმდეგოდ მოიქცა ციხეები. ადვოკატებს ჩამორთმეული აქვთ საადვოკატო უფლებების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ ბრალდებულებს ვერ ვხვდებით, ჩაკეტილია ადვოკატების ოთახები. ინფორმაცია ციხეებიდან არ გამოდის და ა.შ. არადა პატიმრების იზოლაცია ოჯახის წევრებისა და გარე სამყაროსგან დაუშვებელია. შესაბამისად, მოვითხოვთ, ნებისმიერი პატიმარი, რომელმაც პანდემიის პერიოდში გაატარა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 11 თვე (იზოლაციაში), უნდა ცნონ დაზარალებულად და მოხდეს მისი რეაბილიტაცია შემდეგი ფორმით: დანიშნული სასჯელის 1/4 შეუმსუბუქდეს და ჩაეთვალოს პირობითად. ასევე, ამოქმედდეს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოები და ყველას, ვისაც სასჯელის შემსუბუქება ეხება, შეუმსუბუქდეს. ქრონიკულად მოავადე და ხანდაზმული მსჯავრდებულები კი, რომლებსაც მცირე სასჯელი აქვთ მოსახდელი, გათავისუფლდნენ, განიტვირთოს ციხეები და უკეთესად მოხდეს კოვიდის მართვა,"-ამბობს ადვოკატი ნათია ჩხეტიანი.

შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ინფიცირებული პატიმრების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 204-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პატიმრების ახლობლები ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.
თუკი პატიმრებს სათანადო ყურადღება არ მიექცევათ, შიმშილობის დაწყებას მსჯავრდებულების ახლობლებიც გეგმავენ.
topnews.com.ge დაინტერესდა გაეგო, შეიცვალა თუ არა პატიმართა მდგომარეობა ახალი ხელისუფლების პირობებში და ამჟამად რა პრობლემებზე
პატიმრის ახლობლები სასჯელაღსრულების ახალ მინისტრს პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ.
პატიმარ ოთარ აფრიდონიძის დედის განცხადებით, მისი შვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვა პატიმრების მსგავსად, დასაქმებას

ამინდი