Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ‘ტორპედო’-მ ვალები გაისტუმრა

თარიღი : 25-01-2021, 22:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის “ტორპედო” ახალ სეზონს ფინანსური დავალიანების გარეშე შეხვდება. როგორც Topnews.com.ge-ს „ტორპედოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა პაპუნა მელაძემ განუცხადა, კლუბმა ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული დავალიანება სრულად დაფარა.

"არსებული ფინანსური დავალიანება სრულად დაფარულია. თანხა ფეხბურთის განვითარების ფონდმა გამოყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ჩვენმა გუბერნატორმა, ქუთაისის მერმა, ვიცე მერებმა, ყველამ ერთად ბევრი იმუშავა ამაზე, ერთიანობამ გამოიღო ეს შედეგი. მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამ ვალისგან გათავისუფლდა ქუთაისის "ტორპედო". აქამდე ამ ვალების გასტუმრების პროცესში ვიყავით ჩართულნი, ამაზე ვიყავით გადართულნი და იტალიელებთან კავშირი არ გვქონია. მათ ხვალისთვის ველოდებით, შევხვდებით, ვნახოთ რას გვეტყვიან, რა გეგმებს დაგვისახავენ. მთავარია ვალი გასტუმრებულია, ახლა ჯერი ჩვენს სპონსორებზეა. ახალი სეზონი უნდა დავიწყოთ, ბევრი რამეა გასაკეთებელი," - განაცხადა პაპუნა მელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ,,ტორპედო"-თი ამჟამად, იტალიელი ინვესტორები არიან დაინტერესებული.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 232-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი