Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2020 წელს 134 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა

თარიღი : 25-01-2021, 17:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2020 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროფესიული პასუხისმგებლობა 134 ექიმს დაეკისრა, მათ შორის, 110 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათი ინფორმაციით, გასულ წელს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 24 ექიმს შეუჩერდა.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ 2020 წელს პაციენტთათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით სულ 140 ექიმთან დაკავშირებული საკითხი განიხილა და მათგან მხოლოდ 6 მედიკოსს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა.

„2020 წელს, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებთ, 207 საკითხის შესწავლა დაიწყო.

2020 წელს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, განხილულ იქნა პაციენტთათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული 73 საკითხი (სულ 140 ექიმი). აქედან, 6 ექიმს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა; 134 ექიმს - დაეკისრა; მათ შორის, 110 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა - 24 ექიმს (1 თვით - 7 ექიმს, 2 თვით - 12 ექიმს, 3 თვით - 1 ექიმს, 4 თვით - 1 ექიმს, 6 თვით - 3 ექიმს)“, - აღნიშნულია სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციაში.


ნანახია: 176-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ცნობით, 2017 წლის იანვრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო სამედიცინო
პაციენტის მიმართვის შემდეგ, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომისიური წესით შეისწავლა დარღვევები და განცხადებაში
როდესაც ოჯახის წევრები პაციენტის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ, არც ისე ცოტაა. მხოლოდ ივლისში 3 ასეთი შემთხვევა გახმაურდა.
ქუთისში ექიმი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს, ქუთაისის #2 სამშობიაროს მთავარ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს ქუთაისის საქალაქო

ამინდი