Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის კლინიკაში 5 თვეში 61-მა ინფიცირებულმა ქალმა იმშობიარა

თარიღი : 25-01-2021, 13:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში 5 თვის განმავლობაში 61 ახალშობილი დაიბადა. ახალშობილთა ნაწილი ფიზიოლოგიური მშობიარობის, ნაწილი კი საკეისრო კვეთის შედეგად გაჩნდა.

კლინიკის კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება კოვიდდადებით ან კოვიდზე საეჭვო ორსულებს დასავლეთ საქართველოს მასშტაბით იღებს.

“პაციენტები შემოვიდნენ როგორც თვითდინებით, ისე სასწრაფო დახმარების მიერ. იყო შემთხვევები, როდესაც ორსულები და მშობიარეები რაიონებიდან დაარეფერალეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო. საკეისრო კვეთა რამდენიმე ისეთ ორსულს ჩაუტარდა, რომელთაც ფილტვის ქსოვილის 17-ქულიანი დაზიანება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდათ და საფრთხის ქვეშ იყო როგორც დედის, ისე ნაყოფის სიცოცხლე, თუმცა ყველა შემთხვევა კარგად დასრულდა,”-ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.


ნანახია: 170-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი