Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ავიაკომპანიებზეა დამოკიდებული როგორი სიხშირით იფრენენ,’-განახლდება თუ არა ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან?

თარიღი : 23-01-2021, 14:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა იხსნება. ბუნებრივია, ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც განახლდება. თუმცა, როგორც Topnews.com.ge-ს აეროპორტების პრესსამსახურში განუცხადეს, ფრენების მიმართულებასა და სიხშირეს თავად ავიაკომპანიები დაადგენენ.

"იცით, რომ სახელმწიფო 1-ლი თებერვლიდან არსებულ შეზღუდვებს ხსნის, ამდენად, ახლა ავიაკომპანიებზეა დამოკიდებული, თავად შეადგენენ ბიზნესგეგმას, განსაზღვრავენ რა მიმართულებებია მათთვის ხელსაყრელი, კვირაში როგორი სიხშირით იფრენენ და ა.შ. ასე რომ, თვითონ ავიაკომპანიებთან უნდა გაარკვიოთ როდიდან იფრენენ. რაც შეეხება ავიაკომპანია "Wizz Air"-ს, ბოლო ინტერვიუში თქვეს, რომ მარტი-აპრილიდან გეგმავენ ფრენებს. დაველოდოთ რა იქნება, რამდენიმე ქვეყანაში ჯერ ისევ ლოკდაუნია. საფრანგეთმა უკვე მესამედ გამოაცხადა, გერმანიაში 14-მდე სრული კარანტინი აქვთ, ბელგიამ მგონი 1-ელ მარტამდე გაახანგრძლივა და ა.შ"- განუცხადეს Topnews.com.ge-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვის მოიხსნის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. როგორც ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ავიაკომპანიები ფრენების განხორციელებას ყველა არსებული სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით შეძლებენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 252-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, 2016 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, მგზავრთნაკადი 20%-ით
რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ფრენებს ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით შეასრულებს.
დუბაი-ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით დაიწყებს.

ამინდი