Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიდების ასოციაცია ხელისუფლებას მიმართავს

თარიღი : 22-01-2021, 20:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებული გახანგრძლივებული შეზღუდვები სასიკვდილო დარტყმას აყანებს ტურიზმის ინდუსტრიას. მათივე თქმით, ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტურიზმის ინდუსტრიის საინიციატივო ჯგუფებისა და ასოციაციების მიერ გაჟღერებულ მთავარ მოთხოვნებს.

"ეს მოთხოვნებია: აღდგეს ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი ;

დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა;

შიდა და გარე ტურიზმის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამუშავდეს სასტუმროები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;

სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საავტომობილო, მეტრო და რკინიგზა;

საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა და დაბალბიუჯეტიანი ავიახაზებისთვის ფრენების უფლების მიცემა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან!

გახანგრძლივებული მასშტაბური შეზღუდვები, ჩაკეტილი ზამთრის კურორტები, კვების ინდუსტრია და გიდები, რომლებიც უკვე ერთი წელია ყოველგვარი შემოსავლისა და საარსებოს გარეშე არიან დარჩენილები, სასიკვდილო დარტყმას აყანებს ტურიზმის ინდუსტრიას!."-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 171-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი