ქუთაისში, ორი ქუჩის მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ
თარიღი : 22-01-2021, 11:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ტყალბაძე-განათლების ქუჩის აბონენტებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ. როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს “სოკარ ჯორჯია გაზის" ქუთაისის ოფისის მენეჯერმა თემურ ხვინგიამ განუცხადა, აბონენტებს გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
"აღნიშნულ ქუჩებზე პროფილაქტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. გვინდა გავაუმჯობესოთ გაზის წნევის მიწოდება, ამიტომ ბუნებრივი აირი დროებით არ მიეწოდებათ. გამოცხადებულიც იყო ეს. გაზის მიწოდება დღის ბოლოს აღდგება,"- ამბობს თემურ ხვინგია.