Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის თოჯინების თეატრის მსახიობებს ‘ამაგდარი’-ს წოდება მიენიჭათ

თარიღი : 21-01-2021, 18:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალურის საზოგადოების გადაწყვეტილებით, ქუთაისის თოჯინების თეატრის მსახიობებს ,,ამაგდარის " წოდება მიენიჭათ. აღნიშნული წოდება მსახიობ ნუნუ ქუთათელაძეს, რეჟისორის თანაშემწე მარინა გაგოშიძეს, სცენის მთავარ მემანქანე ბესარიონ კუბლაშვილსა და რეკვიზიტორ იამზე მაღლაფერიძეს გადაეცათ. ისინი "თეატრალური საზოგადოები"-ს ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლევან როხვაძემ დააჯილდოვა.

"მოგეხსენებათ, საქართველოს თეატრალური საზოგადოება ყოველწლიურად განიხილავს თეატრებში თანამშრომელთა მოღვაწეობის საკითხს და გადაწყვეტილებას იღებს, დააჯილდოვოს ესა თუ ის პიროვნება თავისი განვლილი შემოქმედებითი ცხოვრების მიხედვით. ეს ეხება როგორც შემოქმედებით, ისე ტექნიკურ პერსონალს. გამონაკლისი არც ჩვენი თეატრია. ჩვენ დღეს 4 ადამიანი დავაჯილდოვეთ. ამით არ სრულდება თეატრის მოღვაწეების დაფასება, აუცილებლად გაგრძელდება,"- აღნიშნა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან გაბრიჭიძემ.

"უღრმესი მადლობა ყველას დაფასებისთვის. მინდა თეატრის დღე მივულოცო მთელს კოლექტივს, თეატრალებს, საზოგადოებას და ჩემს მაყურებელს, რომელიც ასე მენატრება. რომ ვიძახდით თეატრი მსახიობიაო, მაყურებელი უფრო მთავარი ფაქტორი ყოფილა. აქ არა ვართ მსახიობები? გვენატრება მათთან შეხვედრა, პატარა ხელების პარტყუნი, ენაცვალოთ ჩემი სიცოცხლე მაგათ. ისინი არიან ჩვენი დამფასებლებიც, შემფასებლებიც, ტაშის დამკვრელიც, მაცოცხლებელიც, გამხარებელიც და დამტირებელიც. მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის და თქვენ, ასეთი ლამაზი დღე რომ მაჩუქეთ,"- ამბობს მსახიობი ნუნუ ქუთათელაძე.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, არ ველოდი ამ ჯილდოს. ცრემლებს ვერ ვიკავებ. უამრავი წელია ერთად მოვდივართ ყველა და სულ ასე ვყოფილიყავით, ერთიანი,"- განაცხადა იამზე მაღლაფერიძემ.

ცნობისთვის, „ამაგდარის” წოდება საქართველოს სხვადასხვა თეატრში დასაქმებულ პირებს გადაეცემათ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 305-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თეატრის საერთაშორისო დღე ქუთაისში ყოველწლიურად აღინიშნება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი თეატრისთვის საიუბილეოა.

ამინდი