Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“არ უნდა დავუშვათ, რომ ქართული მიწა-წყლის ბედი ისე გადაწყდეს, რომ მონებად ვიქცეთ საკუთარ ქვეყანაში”

თარიღი : 21-01-2021, 12:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ნამოხვან ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი. რიონის მოსახლეობის ერთი ნაწილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ ჟონეთში, მიმდინარე წლის 7 თებერვალს შეიკრიბება. მათი მოთხოვნა უცვლელია-დატოვოს რიონის ხეობა კომპანია "ენკა"-მ, რადგან მათი თქმით, ჰესის მშენებლობა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

"როგორც იცით, ჩვენი სამართლიანი პროტესტის გავლენით, სამუშაოები შეჩერებულია და ოთხი სამშენებლო მოედნიდან ტექნიკაც გაყვანილია. მიუხედავად ამ აშკარა უკანდახევისა, ჩვენი მთავარი მოთხოვნა - დატოვოს რიონის ხეობა კომპანია „ენკამ“ - შეუსრულებელი რჩება. გვახსოვდეს, რომ მოდუნების საშუალება არ გვაქვს. აუცილებელია, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. არ უნდა დავუშვათ, რომ ქართული მიწა-წყლის ბედი ისე გადაწყდეს, რომ მონებად ვიქცეთ საკუთარ ქვეყანაში. ყველამ ვიკისროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და გავაცნობიეროთ, რომ ეს ჰესის მშენებლობა კი არა, ნამდვილი ომია - გვებრძვიან ფულით, ტყუილით, ტრაქტორით, იყენებენ ჩვენს სიღატაკეს, სულმოკლეობას, სიხარბეს. გვახსოვდეს! ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა არ იყიდება! დავდგეთ ერთმანეთის გვერდით იმ რწმენით, რომ ჩვენი სიმართლე დაგვიცავს ჩვენ, რომ შეგვწევს ძალა ღირსეულად დავიცვათ ჩვენი მამული, რომ ჩვენი მომავალი ორსავ სოფელში ჩვენს ხელთაა! მაინც არ აშენდება! ვერ ეღირსებიან!"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქცია, სოფელ ჟონეთში, 13:00 საათზეა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი უკვე 88-ე ღამეს კარვებში ათევს. ისინი საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 227-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი