Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუჩები და სოფლები ვანში, სადაც გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თარიღი : 21-01-2021, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტენდერი გამოცხადდა.

ტენდერი შემდეგ პროექტებს შეეხება:

ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო-საავტომობილო გზების რეაბილიტაცია (კოპიტნარის უბანი, ლიფნარის უბანი, მამასახლისი-ცინცაძეების უბანი, მაღლაკე, ჭელიძეები, ცინცაძეების უბანი);

დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო-საავტომობილო გზების რეაბილიტაცია (შენგელიების უბნის გავლით, ისრითის სტადიონიდან კაპატაძეები-საღრიშვილების უბნის მიმართულებით);

ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო- საავტომობილო გზების რეაბილიტაცია (საბავშვო ბაღის უბანი, ავალიანების უბანი, თვალავაძეების უბანი, აბანოს უბანი, კორძაძეების უბანი);

ქ.ვანში შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია (თამარ მეფის პირველი შესახვევი, რუსთაველის ქუჩის მესამე ჩიხი,ბაგრატის ქუჩის პირველი ჩიხი);

“ზემოთ აღნიშნულის გარდა, საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესის მეორე ეტაპი გაგრძელდება ქალაქ ვანში ტაბიძის,სოლომონ მეორის და დიასამიძე-ნაფეტვარიძის ქუჩებზე.

ასევე მეორე ეტაპის სამუშაოები გაგრძელდება სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სალხინო-ზენობნის საავტომობილო გზაზე. მეორე ეტაპის სამუშოები განხლდება იანვრის ბოლოდან.

აღნიშნული პროექტები განხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით,”-აცხადებენ ვანის მერიაში.


ნანახია: 211-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები უკვე დასრულდა.
ვანის მერიის ანგარიში საზოგადოებას.
ჯამში სამუშაოებზე 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ამინდი