Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდისთვის პროექტი იწყება

თარიღი : 20-01-2021, 22:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან (LDA) ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მხარეებს შორის გრანტის- ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში” განხორციელების პროცესში ხელშეწყობასა და თანამშრომლობას ითვალისწინებს.

“ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს” წარმომადგენელმა ნინო ხუხუამ ხონის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა და გენდერული საბჭოების თამვჯდომარეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გრანტის მიზნები და ამოცანები გააცნო.

ლადო ჯურხაძის განცხადებით, მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდა და ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება, დიალოგი და თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესებში შედის და მერია აღნიშბული თანამშრომლობისათვის მზად არის.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


ნანახია: 85-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის მიზანს ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის ზრდა, ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება და არჩევნების პოპულარიზაცია
პრეზენტაციას ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტრენინგის თემას ქვეყნის კანონმდებლობაში ბოლო დროს მომხდარი და დაგეგმილი ცვლილებები წარმოადგენდა.

ამინდი