Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიამ ახლადდაქორწინებული წყვილებისგან განცხადებების მიღება დაიწყო

თარიღი : 20-01-2021, 21:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ოჯახების შექმნის წახალისების პროგრამით ამ დროისთვის არც ერთ წყვილს უსარგებლია. როგორც Topnews.com.ge-ს ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ განუცხადა, მერიის სოციალურმა სამსახურმა განცხადებების მიღება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

"ამ პროგრამით ჯერჯერობით არავის უსარგებლია იქიდან გამომდინარე, რომ ორშაბათს დაიწყო რეალურად სოციალურმა სამსახურმა მუშაობა, განცხადებების მიღება. ამასთან, საზოგადობისთვის ინფორმაციის მიწოდებაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოწვევა, რომელშიც მედიის როლი განსაკუთრებით დიდი მგონია, თუმცა ჩვენ გავავრცელეთ რა თქმა უნდა ამ პროგრამის შესახებ ინფორმაცია, დევს ჩვენს გვერდზე. ასევე, რამდენიმე დღეში გამოვაქვეყნებთ 2021 წლის ბიუჯეტის სოციალურ პროგრამებს, ყველას ჩამონათვალს და აღწერებს,"-ამბობს ირაკლი ქარქაშაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მცხოვრები ახალდაქორწინებული წყვილები, რომელთაგან ერთს მაინც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, მერიისგან ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ. სარეიტინგო ქულების შესაბამისობის გარდა, საჭიროა წყვილი რეგისტრირებული იყოს ქუთაისში და მათ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილსაც ქუთაისი წარმოადგენდეს. იმისთვის, რომ წყვილმა თანხა მიიღოს, საჭიროა ქორწინებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, წერილობით მიმართოს ქალაქის მერს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს წყვილის პირადობის მოწმობები, ქორწინების მოწმობა და საბანკო რეკვიზიტები.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ პროგრამას, ოჯახების შექმნის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 400-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს 9 თვის განმავლობაში გაწეული
თვითმმართველობის პრეზიდენტ გიორგი ოკრიბელაშვილის თქმით, განცხადებების მიღება მიმდინარე კვირიდან უკვე დაიწყება და ერთ თვეს გასტანს.
უსახლკარო მოქალაქეების შესახლებას ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება იმ კორპუსში გეგმავს, რომელიც ქალაქში, ნიკეას ქუჩაზე აშენდა.
ქუთაისის მერიაში შეშით უზრუნველყოფის თხოვნით 500 განცხადებაა შესული.

ამინდი