Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორი იქნება ერთი მსახიობის თეატრი, რომლის მოწყობა ქუთაისში იგეგმება

თარიღი : 19-01-2021, 22:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ერთი მსახიობის თეატრის ღია ჩარჩო - ქუთაისში ახალი სახელოვნებო სივრცის მოწყობა იგეგმება. ინიციატორი რეჟისორი და მსახიობი ვალერი ფესტვენიძეა. მისი თქმით, ერთი მსახიობის თეატრისთვის შენობა უკვე არსებობს, ახლა მისი მოწყობაა მთავარი, რისთვისაც თანხებია საჭირო. მისივე თქმით, აღნიშნული ქუთაისში ახალგაზრდებისთვის ახალი, თავისუფალი და დამოუკიდებელი სივრცე იქნება.

"წლების მანძილზე ქუთაისში, სხვადასხვა ადგილას ვმართავ სპექტაკლებს, გამოფენასაც, მაქვს ერთი მსახიობის თეატრი. ახლა გადავწყვიტე თვითონ შენობა ჰქონდეს ამ თეატრს, თეთრის ხიდის მიმდებარედ. ეს იქნება კამერული, პატარა თეატრი, ამდაგვარი ბევრი არაა მსოფლიოში, თუმცა თავისი ადგილი აქვს დამკვიდრებული. შენობა ამჟამად ცარიელია, გასაკეთებელია ვენტილაცია, კედლების დახშობა, გაყვანილობა. ამ ეტაპზე ფუნქციონირებისთვის ესენი გვესაჭიროება, დანარჩენ წვრილმანებს ნელ-ნელა შევიძენთ. ჩემს გვერდზე ანგარიშის ნომერი უკვე დევს, ბევრი ადამიანი გამომეხმაურა, რიცხავენ თანხას. კარგი იქნება, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ კარგ საქმეში. მინდა გარკვეული თანხა შეგროვდეს, რომ ერთიანად დავიწყო მერე ყველაფრის განხორციელება.

რას შეცვლის ეს თეატრი ქუთაისში?- პირველ რიგში გეოგრაფიას. ქუთაისში გვაქვს სახელმწიფო თეატრები, თუმცა არ გვაქვს დამოუკიდებელი თეატრი. მაგალითად, თბილისში არის როგორც რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის და სხვა სახელმწიფო თეატრები, ამასთან, პატარა თეატრებიც: თითების თეატრი, ქუჩის თეატრი და ა.შ. ამდენად, ქუთაისშიც გვექნება ერთი მსახიობის თეატრი, სადაც დაიდგმება სპექტაკლები საინტერესო და აქტუალურ თემებზე. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებს შინაგანად ასეთი ტიპის და ფორმის სპექტაკლები და თეატრები უფრო მოსწონთ, ვიდრე აკადემიური. ისინიც რა თქმა უნდა საჭიროა, თუმცა ასეთი ახალგაზრდული, დამოუკიდებელი ადგილების არსებობა ქუთაისში აუცილებელია. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს ქუთაისში, რომლებსაც შეიძლება დაწერილი ჰქონდეთ პიესები, ლექსები და ა.შ. ამ ყველაფრის რეალიზებისთვის ამ თეატრის კარი ღია იქნება. ეს სივრცე მთლიანად დაეთმობა ექსპერიმენტებსა და სიახლეებს. უფრო მეტ გასაქანს მისცემს ახალგაზრდებს,"-ამბობს ვალერი ფესტვენიძე.

მისივე თქმით, ერთი მსახიობის თეატრში ფოტო-საგამოფენო სივრცეც მოეწყობა, ჩატარდება სხვადასხვა შეხვედრები, ლექციები და ღონისძიებები. ვალერ ფესტვენიძეს პროექტის განსახორციელებლად საზოგადობის დახმარებისა და მხარდაჭერის იმედი აქვს.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშზე შეუძლიათ: GE18BG0000000498459527

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 280-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სპექტაკლი 19 საათზე, გალაკტიონ ტაბიძს #19-ში გაიმართება.
იმერეთში 20 ივნისიდან 7 ივლისამდე თეატრალური ფესტივალი გაიმართება.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
topnews.com.ge ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორს გაესაუბრა.

ამინდი