Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გელათის სამონასტრო კომპლექსს დროებითი გადახურვის ნაწილი აძვრა

თარიღი : 19-01-2021, 16:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, თოვლის მცირე საფარმა პრობლემები შეუქმნა გელათის სამონასტრო კომპლექსს. მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე, ქარის შედეგად დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა.

"გუშინდელი მცირე თოვლის შემდეგ, რომელიც სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა, შეიქმნა პრობლემები გელათის მონასტრის სახურავზე. დროებითმა გადახურვამ, ისევე როგორც მანამდე წარმოებულმა ყველა სამუშაომ, განიცადა კოლაფსი. დასავლეთის მკლავი, რომელიც ყველაზე კრიტიკული ზონა იყო და რომლის ქვეშაც, ინტერიერში ორიგინალური მხატვრობა დაზიანდა, ისევ სახურავის გარეშეა დარჩენილი. ანუ ქარმა ააცალა სახურავი დასავლეთის მკლავს და ნალექს ვერ გაუძლო. დროებითი გადახურვის ღონისძიება იმიტომ იქნა გადაწყვეტილი, რომ აგვეცილებინა ნალექი თოვლის და წვიმის სახით და ეფექტურად გატანილიყო ნალექი ზედაპირიდან, რაც უზრუნველყოფდა კრამიტებში წყლის არ ჩაღწევას და ინტერიერში მხატვრობის მეტ-ნაკლებად დაცვას. ეს ამოცანაც ფაქტია ჩავარდა, რადგან ვხედავთ დასავლეთ მკლავს, რომლის სამხრეთ ფერდი სახურავის გარეშეა დარჩენილი. ახლა ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ სამხრეთის ფერდიდან თუნუქის ფირფიტები იქნას ჩამოტანილი. ორი მთასვლელი მუშაობს ამის უზრუნველსაყოფად, ჩამოიყვანეს ქუთაისიდან და როგორც ისინი აცხადებენ, შემდეგ ისევ დაამონტაჟებენ თავად თუნუქის ფირფიტებს, რამდენადაც ზამთარია და როდის გაუარესდება ამინდი არავინ იცის,"- ამბობს ა/ო "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ. მათი თქმით, დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები გუშინ, საღამოდანვე დაიწყო და დღეს დასრულდება. მათივე თქმით, აღდგენილი მყარი გადახურვის სათანადო წესით გამაგრების პარალელურად, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის სპეციალისტების ზედამხედველობით გადამოწმდება დროებითი გადახურვების ყველა არეალი. პრევენციული ქმედებებისას შესრულებული სამუშაოების ხარვეზების აღმოფხვრას დღეიდან კომპანია "ბაგინეთი +" განახორციელებს. სამუშაოების წარმართვას კი ფინანსურად სამართლებრივი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები უზრუნველყოფენ. არსებული ხარვეზების გამოსწორების პროცესი სააგენტოს ინსპექციის ჯგუფის მუდმივი მეთვალყურეობით წარიმართება.

"გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს.

პრევენციული ქმედებების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, შემსრულებელ კომპანიებს "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს" და "იკორთა 2007" ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები განესაზღვრათ, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლის გათვალისწინებით 12000 - 12000 ლარს მოიცავს,"-ვკითხულობთ განცხადებაში.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 241-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპს მოიცავს და მასზე მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.
ამ დროისთვის უკვე დასრულებულია მუშაობა გელათის მონასტრის მართვის გეგმაზე და იგეგმება გელათის კონსერვაციის გეგმის განახლება.

ამინდი