Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაფნის საწარმო ვანში, რომელიც საზღვარგარეთ 200 ტონამდე დაფნას ყიდის

თარიღი : 18-01-2021, 21:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის სოფელ ბზვანში არსებული დაფნის საწარმოდან ყოველწლიურად ექსპორტზე 150-დან 200 ტონამდე ქართული დაფნა გადის. საწარმო 2016 წელს, სახელმწიფო გრანტის დახმარებით შეიქმნა. დაფნას ვანისა და მეზობელი მუნიციპალიტეტების სოფლებიდან იღებენ. საწარმოში სამუშაო პროცესი უწყვეტად, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. სამუშაო დაფნის მიღებას, სპეციალურ ღუმელებში მის გამოშრობას, დახარისხებას და სარეალიზაციოდ შეფუთვას მოიცავს. “ქართული დაფნის“ ხარისხის მენეჯერის თამარ კოპალიანის თქმით, მუშაობა არც კორონავირუსის პანდემიის დროს შეუჩერებია და არც ექსპორტზე გატანის პრობლემა ჰქონიათ.

დაფნის საწარმოში 50-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. არიან ისეთი ოჯახებიც, რომელთაგან საწარმოში რამდენიმე წევრი მუშაობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საქმე განსაკუთრებულ სირთულეს არ მოითხოვს. ადგილობრივებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო ის მომენტია, რომ სახლიდან შორს არ იმყოფებიან და სამსახურთან ერთად, საოჯახო საქმეებსაც ასრულებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ მიესალმებიან მსგავსი საწარმოების არსებობას და სახელმწიფოს ზრუნვას ადგილობრივების ადგილზე დასაქმების კუთხით.

იმაზე, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა მეწარმეებისათვის ახალი საქმის დაწყების თუ უკვე არსებულის გაფართოებისთვის მოტივავიას წარმოადგენს, ყურადღებას ამახვილებენ ვანის მერიაში. ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტში ახალი საწარმოების გახსნას ელოდებიან.


ნანახია: 284-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ობიექტის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია და უახლოეს მომავალში საწარმო ინვენტარით აღიჭურვება.
სოფელ ბზვანში დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას საფუძველი იმერეთის ვიცე-გუბერნატორებმა, პარლამენტის წევრმა დავით
კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის

ამინდი