Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში სოფელ ილემის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თარიღი : 18-01-2021, 17:20 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ზესტაფონში, სოფელ ილემის გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის ზედაპირი ბეტონის საფარით მოეწყო. პროექტი, რომლის ღირებულება 471 975 ლარია, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდა. 2020 წელს გზის აღდგენა მთლიანად დასრულდა და ჯამში 6 კმ - მდე მონაკვეთს ჩაუტარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, გზით მეზობელი მუნიციპალიტეტის სოფლებიც სარგებლობენ.

“განახლებული გზა მათ აძლევს შესაძლებლობას დროის მოკლე მონაკვეთში შეძლონ გადაადგილება ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

2021 წლისთვის მერია 70 - მდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის, ასევე რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით,”-აცხადებენ ზესტაფონის მერიაში.


ნანახია: 134-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი