Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის თოჯინების თეატრი მაყურებელს ანდერსენის ‘მახინჯ იხვის ჭუჭულსა’ და ერთ-ერთ მუსიკალურ სპექტაკლს შესთავაზებს

თარიღი : 18-01-2021, 16:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
2020 მარტივი წელი არ ყოფილა ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრისთვისაც. თეატრის დირექტორი თეიმურაზ ბაღდავაძე Topnews.com.ge-სთან ამბობს, რომ პანდემიამ მათ მუშაობაში ხელი შეუშალა, შეწყდა რეპეტიციებიც, თუმცა, ორი სპექტაკლის დადგა მაინც მოასწრეს. ამდენად, როგორც ბაღდავაძე ამბობს, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ჩაწყნარებისთანავე, თეატრის მსახიობები მაყურებელს ანდერსენის "მახინჯი იხვის ჭუჭულსა" და ერთ-ერთ მუსიკალურ სპექტაკლს შესთავაზებენ.

"2020 როგორც ყველა თეატრისთვის, ჩვენთვისაც რთული წელი იყო. იცით, რომ სეზონი ახალ შენობაში გავხსენით, ჩავატარეთ რამდენიმე სპექტაკლი და ამის შემდეგ იძულებულები გავხდით შეგვეჩერებინა მუშაობა ამ პანდემიის გამო, შეწყდა რეპეტიციებიც. თუმცა როგორც კი ჩაწყნარდებოდა სიტუაცია, შეამსუბუქებდნენ შეზღუდვებს და რეპეტიციების ჩატარების საშუალებას მოგვცემდნენ, ვაგრძელებდით მუშაობას. შევძელით ორი სპექტაკლის დადგმა, თუმცა ისევ კორონავირუსის გამო პრემიერა არ შედგა. ჩვენი თეატრის რამდენიმე მსახიობს ვირუსი სხვადასხვა დროს შეხვდა. ასე რომ, ეს სპექტაკლები მზად გვაქვს, დეკემბერში გამოვიდა და როგორც კი ხელსაყრელი სიტუაცია გვექნება, ვაჩვენებთ ჩვენს მაყურებლებს. პრემიერამდე ალბათ დახურული ჩვენება გვექნება.

სიახლეები რასაკვირველია იქნება, ვაპირებთ რამდენიმე სპექტაკლის დადგმას, რეპერტუარებს ვაზუსტებთ. პარალელურად თეატრის კეთილმოწყობას ვაგრძელებთ შეძლებისდაგვარად, რაღაცებია დასასრულებელი. წარმოიდგინეთ, თეატრის დალაგებაც კი ხეირიანად ვერ მოვასწარით ამ პანდემიის გამო. იმედია მალე დარეგულირდება სიტუაცია და შევხვდებით მონატრებულ მაყურებელს პრემიერებით და სიყვარულით,"-ამბობს თეიმურაზ ბაღდავაძე.

ცნობისთვის, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრმა 73-ე სეზონი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში გახსნა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 272-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი თეატრისთვის საიუბილეოა.

ამინდი