Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“თუ ფეხბურთის ფედერაცია გადაწყვეტილებას არ შეცვლის, გამოდის, რომ მათ აქვთ საზიანო პოლიტიკა ქუთაისის მიმართ, რადგან 2017 წელსაც დატოვეს ქუთაისი ტურნირს მიღმა”

თარიღი : 16-01-2021, 14:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ა/ო "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიის წინ აქცია გამართეს. ორგანიზაციის წევრებმა "უეფას" გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, საფეხბურთო ტრადიციებით გამორჩეული ქუთაისი, ტურნირს მიღმა რჩება. საუბარია 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 2023 წელს რუმინეთსა და საქართველოში ჩატარდება, თუმცა ქუთაისის გვერდის ავლით.

აქციაზე "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლებმა ფეხბურთის ფედერაციასა და ქუთაისის თვითთმართველობას გადაწყვეტილების ქალაქის სასარგებლოდ შეცვლისაკენ მოუწოდეს.

"აქციას ორი მიზანი ჰქონდა: ერთი რომ მივმართეთ ფეხბურთის ფედერაციას და მეორე - მოვუწოდეთ ქალაქის ხელისუფლებას. იცით, რომ ევროპის ჩემპიონატი იმართება 2023 წელს, მაგრამ თუ ახლა არ მოგვარდა ეს საკითხი და ქუთაისი არ მოხვდა იმ ქალაქების სიაში, რომელიც უმასპინძლებს ამ ტურნირს, მერე დაგვიანებული იქნება და გაიმართება დაანონსებულ სამ ქალაქში. ქუთაისი კი იქნება დაზარალებული, დაზარალდება ჩვენს ქალაქში ფეხბურთის განვითარებაც.

ეს არის ძალიან დიდი ტურნირი, აქ მოთამაშე ფეხბურთელები თამაშობენ ევროპის ტოპ გუნდებში, ამ ფეხბურთელებს მოჰყვებიან საფეხბურთო აგენტები, ჟურნალისტები, გადაიცემა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ამით ცნობადობაც იზრდება ჩვენი ქალაქის ხომ? ვინც ჩამოვა, ფრანგი იქნება თუ გერმანელი, ყველას ეცოდინება, რომ თამაში ტარდება საქართველოში, ქუთაისში. სატელევიოზიო რეპორტაჟში ქუთაისი რომ მოექცევა, ეს ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის გაზრდასაც. თუ კარგად წარმართავენ სარეკლამო საქმიანობას, დარწმუნებულები იყავით, რომ ტურისტების რაოდენობა 3-4 ჯერ გაიზრდება, რადგან ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა, შესაბამისად, მაყურებლებიც მეტი ჰყავს. ამდენად, ჩვენ გვინდა, ფეხბურთი, როგორც ფეხბურთის განვითარებისთვის და ფეხბურთი, როგორც კომერცია, რადგან ამ ფეხბურთს, უკან ძალიან ბევრი სარგებელი მოსდევს, რაც ქალაქის განვითარებას შემდგომ დაეტყობა.

ამდენად, ქუთაისის მერიის, საკრებულოს, გუბერნიის გაჩუმება ამ თემაზე არის დანაშაულის ტოლფასი, თუ ისინი არ მოითხოვენ ღიად, ტურნირი ჩვენს ქალაქშიც გაიმართოს. და თუ ფეხბურთის ფედერაცია გადაწყვეტილებას არ შეცვლის, გამოდის, რომ მათ აქვთ საზიანო პოლიტიკა ქუთაისის მიმართ, რადგან 2017 წელსაც დატოვეს ქუთაისი ტურნირს მიღმა. გვაქვს ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთის ფედერაციაში იმიზეზებენ, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა არ ვარგა ქუთაისშიო, მაგრამ თამაშები 2023-შია და ორ წელიწადნახევარში, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სტადიონი კი არა, ქალაქის აშენებაც კი შეიძლება,"- ამბობს "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენელი გია გოქაძე.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის შეხვედრები ბათუმის, ფოთისა და თბილისის ორ სტადიონზე გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 311-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ქუთაისი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების სიაში ვერ მოხვდა.
"ევროპა ჩვენი სახლია" ვიცე-მერის იმ განმარტებას იწუნებს, რომლის მეშვეობით მიქიაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების

ამინდი