Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

9 წლის ქუთაისელი მოჭადრაკის მორიგი წარმატება

თარიღი : 15-01-2021, 22:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელი მოჭადრაკის მორიგი წარმატება საერთაშორისო ონლაინ-ასპარეზობაზე-ბარბარე აშოთიამ სასკოლო ამხანაგურ ჩემპიონატზე 9 წლამდე გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა.

17 წლამდე გოგონებს შორის კი მესამე ადგილზე თამარ ესაძე გავიდა, რომელიც ასევე ქუთიასიდანაა.

ამხანაგური საერთაშორისო ტურნირი საჭადრაკო ვირტუალურ სივრცეში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერვერ "lichess.org"-ზე მიმდინარეობდა.

ჩემპიონატი ონლაინ ჩატარდა და მასში 4 ქვეყნის: საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და უკრაინის ახალგაზრდა მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ.

ცნობისთვის, 9 წლის ბარბარე აშოთია საქართველოს ჩემპიონი და არაერთი პრიზის მფლობელია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 559-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი