Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სტუდენტებისთვის მგზავრობის საფასურის განახევრების საკითხზე ქუთაისის საკრებულო მიმდინარე თვის ბოლოს იმსჯელებს

თარიღი : 14-01-2021, 20:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სტუდენტებისთვის სამგზავრო შეღავათების დაწესების საკითხი დღის წესრიგში დგას - ამის შესახებ Topnews.com.ge-სქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა. ოთარ ლორთქიფანიძის თქმით, აღნიშნული მისი ინიციატივაა, რომელსაც სავარაუდოდ თვის ბოლოს, საკრებულოს სხდომაზე წარადგენს.

"მოგეხსენებათ, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი შემოვიდა ქალაქში. პლუს ამას, ქუთაისი უნდა იყოს სტუდენტური ქალაქი, ამ მიმართულებით მივდივართ და ვფიქრობთ, სტუდენტებისთვის საშეღავათო ტარიფის გამოყენებას მგზავრობაზე. აღნიშნული ჩემი ინიციატივაა და სავარაუდოდ, თვის ბოლოს, საკრებულოს სხდომაზე უკვე ინიციატივის სახით წარმოვადგენ. ეს იქნება ღია და ცოცხალი პროცესი, მაქსიმალურად იქნებიან ჩართულნი შესაბამისი სამსახურები, სტუდენტები და დაინტერესებული პირებიც. მგზავრობის თანხის ნახევარი დასუბსიდირდება. სავაუჩერო, სააბინენტო თუ საბარათე სისტემა გვექნება, ამაზე მიდის მსჯელობა.

ვმუშაობთ, ბიუჯეტში გავაჩინოთ სახსრები იმისთვის, რომ ეს პროგრამა განხორციელდეს. ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი ინიციატივა, რომელსაც წარვადგენ ამ წლის ბიუჯეტში.

ვფიქრობ, რომ აღნიშნული მასშტაბური იქნება, გასცდება მუნიციპალიტეტის ფარგლებს. სავარაუდოდ, პროგრამა ინტერმუნიციპალური უნდა გახდეს და სხვა მუნიციპალიტეტებიც უნდა ჩაერთვნენ ამ ყველაფერში. ეს ჯერ იდეის დონეზეა, თუმცა ის გამოწვევა, რომ სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი ტარიფი უნდა იყოს მგზავრობაზე, დგას დღის წესრიგში და მიმდინარეობს ამაზე მუშაობა.

ასევე, გავაგრძელებთ ახალგაზრდულ პროგრამებს, რაც გვქონდა წინა წლებში, რაც იყო აპრობირებული და ის თანხები, რის გამოთავისუფლებასაც ჩვენ შევძლებთ (იანვრის ბოლოს გვექნება ბიუჯეტის დაზუსტება), საშუალებას მოგვცემს, ბიუჯეტში გაჩნდეს ახალი ქვეპროგრამები, რომელიც დღევანდელი მოთხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე დგას ქალაქში, როგორც ახალგზარდული, ისე კულტურის, სპორტისა და განათლების მიმართულებით,"-ამბობს ოთარ ლორთქიფანიძე Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისს 90-იანი წლების შემდეგ, პირველად ჰყავს მუნიციპალური საქალაქო ტრანსპორტი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 463-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, პარლამენტის გადმოტანა უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიტიკური დღის წესრიგში არ

ამინდი