Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია ადგილობრივებს დისკომფორტს უქმნის

თარიღი : გუშინ, 16:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გადათხრილი აღმაშენებლის ქუჩა ქუთაისში და მოქალაქეებისთვის შექმნილი პრობლემები. იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge -სთან ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა რამდენიმე დღეა შეჩერებულია. მათივე თქმით, გადათხრილი ქუჩის გამო, ავტომანქანები ხშირად ფუჭდება, რის გამოც სახელოსნოებთან რიგია.

"ეს ხდება აღმაშენებელზე, სკოლა "პროგრესის" მიმდებარე ტერიტორიაზე. გადათხარეს ქუჩა და მიატოვეს ასე. დღეს ტაქსის მძღოლიც მეუბნებოდა, რამდენი ხანი უნდა იყოს ასე, აღარც მუშაობენ, რამდენიმე დღეა დაანებეს თავიო. მეც, ბოლო 10 დღეა, არ მინახავს მუშები. გადათხრილია მთელი ქუჩა, განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა კარგ ამინდში, მტვერი და ბუღი როცა დგას. კორონავირუსზე ნაკლები კი არაა ამ მტვერის ყნოსვა. გარდა ამისა, აღარ გვივარგა ფეხით მოსიარულებს ფეხსაცმელი, კისერს ვიტეხავთ. ხელოსნებთან კიდე რიგია, მოსპეს ხალხმა მანქანები ამ ქუჩაზე სიარულით. როგორც ჩანს, წელს აღმაშენებელი იქნება აქილევსის ქუსლი. რაღას ათხარეს, თუკი აღარ აპირებდნენ მუშაობას? არჩევნებამდე სადღაც სამი კვირით ადრე დაიწყეს ამის რეაბილიტაცია და როდის დაასრულებენ ღმერთმა იცის,"-ამბობს ნინი თვალავაძე.

აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. როგორც დეპარტამენტში განაცხადეს, სამუშაოები მეორე დღეა რაც წვიმის გამო შეჩერდა, სხვა შემთხვევაში შეუფერხებლად მიმდინარეობს როგორც აღნიშნულ, ისე რამდენიმე ლოკაციაზე.

შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთავრობის განკარგულებით, ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების შედეგად, ქუთაისში 29 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები. სრული რეაბილიტაცია უტარდება ქუთაისის 2 ცენტრალურ ქუჩას, კერძოდ აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩებს. რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

29 ქუჩის რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება 22 მილიონი ლარია.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 196-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ქუჩის სრული განახლების შედეგად გაუმჯობესდება ავტოსატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა, რაც ქალაქს არსებული ხერგილებისგან განტვირთავს და

ამინდი