Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზვიად შალამბერიძე: ეროვნული დროშა ქართველი ხალხის ძალა და ღირსებაა, რომელიც ყოველთვის უნდა ვატაროთ ისე, როგორც ამას ჩვენი ისტორია და ქვეყანა იმსახურებს

თარიღი : 14-01-2021, 15:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, იმერეთის რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების სხვადასხვა კულტურულ ძეგლებზე და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია გამოფენილი.

როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, ეროვნული დროშა ქართველი ხალხის სიამაყე და ღირსება არის.

"ქართული დროშა არის ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. 14 იანვარი არის დღე, რომელიც ყოველთვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს და რომლის მნიშვნელობა უნდა იცოდეს ყველა თაობამ.

ეროვნული დროშა ქართველი ხალხის სიამაყეა, ქართველი ხალხის ძალა და ღირსებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და უნდა ვატაროთ ისე, როგორც ამას ჩვენი ისტორია და ქვეყანა იმსახურებს.

ვულოცავ ამ დღეს ჩვენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვინც ომში თუ მშვიდობაში ქართული დროშით და დროშის ქვეშ იცავს საქართველოს, მისი სახელი გააქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამაყად ატარებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.


ნანახია: 132-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სტიქიისას გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
დღის განმავლობაში დროშები დაეშვა სამინისტროებთან და ქვეყნის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან.

ამინდი