Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“პირველი სემესტრი მთავრდება და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვყავს ამდენი კარგი სტუდენტი, რომლებმაც შეძლეს და ფეხი აუწყეს საერთაშორისო სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამას”

თარიღი : გუშინ, 14:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვყავს ამდენი კარგი სტუდენტი, რომლებმაც შეძლეს და ფეხი აუწყეს საერთაშორისო სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამას,"- ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გადაცემაში "ღია ეთერი" განაცხადა. ალექსანდრე თევზაძე იმედოვნებს, რომ სწორედ ეს ახალგაზრდები შეცვლიან საქართველოს მომავალს უკეთესობისკენ.

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მეგა პროექტი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც. ეს არის უნიკალური პროექტი, ამას ამბობს ყველა ჩვენი უცხოელი პარტნიორი. დღეს ჩვენს უნივერსიტეტში მიდის აკადემიური ცხოვრება. შარშან, შემოდგომაზე, ჩვენ მივიღეთ სტუდენტების პირველი ნაკადი. პირველი სემესტრი მთავრდება და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვყავს ამდენი კარგი სტუდენტი, რომლებმაც შეძლეს და ფეხი აუწყეს საერთაშორისო სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამას. ეს არის ევროპული სტანდარტების პროგრამა, განათლება, რომლის მიღება შეიძლება საქართველოში, საქართველოდან წაუსვლელად, განათლება, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მოტივირებული ახალგაზრდისთვის. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ჩვენი ახალგაზრდები შეცვლიან საქართველოს მომავალს უკეთესობისკენ.

ჩვენ შევძელით დარგის წამყვანი სპეციალისტების, საერთაშორისო ექსპერტებისა და პროფესორების ჩამოყვანა საქართველოში. ზოგიერთი ონლაინ და ჰიბრიდული მეთოდით ასწავლის პანდემიის პირობებში, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენს ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მიიღონ გამოცდილება და ცოდნა საერთაშორისო პროფესორებისგან. ამ ყველაფრის პირობებში, დამატებით ჩვენ გვაქვს თანხები იმისთვის, რომ დავაფინანსოთ ახალგაზრდების როგორც სწავლა, ასევე სტიპენდიები, კამპუსზე ცხოვრება, სოციალურ ჯგუფებს შევთავაზოთ სხვადასხვა დახმარება, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ახალგაზრდებს არანაირი ხელშემშლელი პირობები არ ჰქონდეთ, მიიღონ განათლება და კონცენტრირდნენ სწავლაზე,"-განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 178-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერისტეტის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.

ამინდი